“ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ირწმუნება, რომ რომ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატია გადარჩეს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერების მომჩივან მხარედ წარმოდგენილი დეპუტატი ამტკიცებს, რომ მოპასუხე პარტიების პოზიციებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მათი არაკონსტიტუციორობა კიდევ უფრო გაამყარა.
მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციორობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა. დადასტურდა ჩვენი სარჩელი დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციორი პოლიტიკური პარტიები დღესაც არათუ არ ემიჯნებიან ძალადობრივი აქციების დროს ჩადენილ ძალადობას, არამედ მხარს უჭერენ მათ”. – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომები 9 ნოემბრიდან გაგრძელდება
