Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოპასუხე პარტიების პოზიციებმა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა – გორდულაძე

October 30, 2026
ბატონო მოსამართლე, გთხოვთ, უზრუნველყოთ, რომ მხარემ ჩვენკენ ხელის გამოშვერას თავი დაანებოს, ან ზრდილობას მოუხმოს, ან ნერვები დაიწყნაროს –  ავტორიტარიზმი მოიკითხეთ თქვენკენ – რჩილ გორდულაძე გიორგი სიორიძეზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ დადასტურდა სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ „არაკონსტიტუციური პარტიები 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს არც დღეს ემიჯნებიან“.

“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე კვირას გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა. მოპასუხე პარტიების მიერ სასამართლოში დაფიქსირებულმა პოზიციებმა კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა. სასამართლოში გამართული საჯარო სხდომებით დადასტურდა ჩვენი სარჩელის დასაბუთებულობა იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ ემიჯნებიან 2012 წლამდე მოქმედი რეჟიმის მიერ ადამიანის სისტემური და სისტემატური წამების, ძალადობის, რეკეტის, პირადი ცხოვრების ფეხქვეშ გათელვის დანაშაულებს. არცერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ არ ისარგებლა შესაძლებლობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მაინც გამიჯვნოდა ამ დანაშაულებს.

უფრო მეტიც, „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებულმა ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ სასამართლოს სხდომაზე კიდევ ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ 2012 წლამდე საქართველოში მოქმედი რეჟიმი საუკეთესო ხელისუფლება იყო საქართველოს ისტორიაში და ეამაყება კიდეც იმ რეჟიმის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნა“, – განაცხადა გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
  • მოპასუხე პარტიების პოზიციებმა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინა მათი არაკონსტიტუციურობა და გაამყარა ჩვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად ამ პარტიების აკრძალვა ერთადერთი გზაა – გორდულაძე
  • ცნობილია ბრალდებულის ვინაობა, რომელმაც ძმის ქორწილში გურამ ბოიკო მოკლა – რას ამბობს საქმის პროკურორი და რა დეტალები ხდება ცნობილი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge