Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ეს მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურებებია – როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი აქვთ და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, რა თქმა უნდა, ნიანგის ცრემლებს დაღვრიან – ირაკლი ქადაგიშვილი ALDE-სა და ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის განცხადებებზე

October 30, 2026
“26 მაისი იმიტომ აარჩიეს, რომ საზეიმო დღის დაძაბულობის რეჟიმში გადაყვანა სურთ” – ირაკლი ქადაგიშვილი

ეს გამოხმაურება არის, მიკერძოებულ პირთა და მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის და ALDE-ს განცხადებებს უპასუხა.

მისი თქმით, “როცა აქვთ კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და დემოკრატია მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, ამ შემთხვევაში ნიანგის ცრემლებს დაღვრიან”.

“ეს გამოხმაურება არის, მიკერძოებულ პირთა და მიკერძოებულ ორგანიზაციათა გამოხმაურება.

იმიტომ, რომ თუ, მაგალითად, თქვენ შეხვალთ ზოგადად დისკუსიაში ან ALDE-სან, ან ნორვეგიის ამ ორგანიზაციასთან და ზოგადად არ ეტყვით, რომ საქართველოსთან გაქვთ საქმე და ეტყვით, რომ პარტიები, რომლებიც თანმიმდევრულად, რამდენიმე არჩევნების განმავლობაში, ყოველ ჯერზე არჩევნების შედეგებს უარყოფენ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, აანონსებენ და იწყებენ გადატრიალებისა და რევოლუციური სცენარების განხორციელებას.

ისინი მაშინვე, მყისიერად გეტყვიან, რომ ეს არის დემოკრატიის ძირის გამოთხრა, ეს არის დემოკრატიაზე თავდასხმა და ასეთ პარტიებს არ შეიძლება ჰქონდეს რაიმე გამართლება ან რაიმე სამართლებრივი სტატუსი ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. პირველ რიგში, თავიანთ ქვეყნებზე გეტყვიან ამას.

ეს არის ის ოქროს სტანდარტი, რომელსაც როგორც სამაგიდო წიგნიდან ამოკითხულს, ისე გეტყვიან.

მაგრამ როცა აქვთ კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკური მიზანი და აქ დემოკრატია უკვე მათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის მასალად აქვთ გამოყენებული, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ნიანგის ცრემლებს ისინი დაღვრიან”, – განმარტა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით ხუთი ოპოზიციური პარტია აკრძალოს. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი 2024 წლის სადავო არჩევნების, მასშტაბური საპროტესტო აქციების, რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკური პატიმრების ზრდის ფონზე ხდება, რაც ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ უბიძგებს. უწყება ევროპულ ქვეყნებსა და ინსტიტუტებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს მოსახლეობას და შეაჩერონ ფუნდამენტური უფლებებისა და ოპოზიციური ხმების შეზღუდვა.

ასევე, ALDE აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში დემოკრატიულ კონკურენციას კიდევ უფრო შეზღუდავს. ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყდეს პარტიების აკრძალვის პროცესი და ევროკავშირმა გაამკაცროს პერსონალური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე – ირაკლი ფავლენიშვილი
  • რა გზაც აირჩია ქალბატონმა ხოშტარიამ, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი – ირაკლი ქადაგიშვილი
  • ჩორჩანას საკითხი “ქართული ოცნების” სარჩელში – ბერდია სიჭინავა საფრთხეებზე საუბრობს და პლენუმს მიმართვას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge