Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახალხო დამცველმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის ხელმისაწვდომობის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს

October 30, 2026
სახალხო დამცველმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის ხელმისაწვდომობის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს

სახალხო დამცველმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის ხელმისაწვდომობის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს.

კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმის შესწავლის საფუძველი გახდა თავდაცვის ძალების ვეტერანის მიმართვა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და სახელმწიფო კომპენსაციას იღებს.

„2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნისას არსებული ასაკობრივი შეზღუდვისა და თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფის საკითხზე ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

საქმის შესწავლის საფუძველი გახდა თავდაცვის ძალების ვეტერანის მიმართვა, რომელიც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და სახელმწიფო კომპენსაციას იღებს. მოქმედი რეგულაციის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალური პაკეტი მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ ენიშნებათ. აღნიშნული შეზღუდვის გამო განმცხადებელი ვერ სარგებლობს შესაბამისი სოციალური დახმარებით.

საქმის შესწავლისას გამოიკვეთა განსხვავება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის დანიშვნის პირობებს შორის. კერძოდ, ომის ვეტერანებს ანალოგიური ოდენობის სოციალური პაკეტის მიღება საპენსიო ასაკამდეც შეუძლიათ, მაშინ როდესაც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ასაკობრივი შეზღუდვა მოქმედებს. სახალხო დამცველის შეფასებით, საქმის განხილვის ფარგლებში აღნიშნული განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება არ გამოიკვეთა.

სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ორივე კატეგორიის ვეტერანებისთვის სოციალური გარანტიების დაწესება უკავშირდება სახელმწიფოს წინაშე გაწეული სამხედრო სამსახურისა და მასთან დაკავშირებული რისკებისა და საჭიროებების აღიარებას. ამასთან, სოციალური დაცვის, რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საჭიროებები შესაძლოა საპენსიო ასაკის მიღწევამდეც წარმოიშვას.

აღსანიშნავია, რომ საკითხი არ შემოიფარგლება მხოლოდ განმცხადებლის ინდივიდუალური შემთხვევით და შესაბამისი სტატუსის მქონე პირთა უფრო ფართო წრეს ეხება. არსებული მონაცემებით, საპენსიო ასაკს მიუღწეველი თავდაცვის ძალების ვეტერანების რაოდენობა, რომლებსაც სოციალური პაკეტი ამჟამად არ აქვთ დანიშნული, 163-ს შეადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა სამინისტროს მიმართა – 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განიხილოს სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, საპენსიო ასაკს მიუღწეველი თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტის უზრუნველსაყოფად საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფის საკითხი.

სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება მიზნად ისახავს შესაბამისი კატეგორიის ვეტერანებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმებზე თანასწორი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას და საკითხის სისტემურ გადაწყვეტას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ყველა კარგად ვხედავთ, რაც მიმდინარეობს საკონსტიტუციოში, მგონი, „ქართული ოცნების“ მომხრეებშიც უკმაყოფილებას იწვევს, იმდენად მკაფიოა ჩვენი უპირატესობა და სიმართლე – ირაკლი ფავლენიშვილი
  • რა გზაც აირჩია ქალბატონმა ხოშტარიამ, არის აბსოლუტურად მისი შეგნებული არჩევანი – ირაკლი ქადაგიშვილი
  • ჩორჩანას საკითხი “ქართული ოცნების” სარჩელში – ბერდია სიჭინავა საფრთხეებზე საუბრობს და პლენუმს მიმართვას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge