Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს გვეუბნებიან, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს – ლევან სამუშია

October 30, 2026
კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს გვეუბნებიან, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს – ლევან სამუშია

კოლექტიური მართლმსაჯულება და კოლექტიური გასამართლება ადრეულ შუა საუკუნეებშიც კი არ იყო და დღეს ეს ხალხი გვეუბნება, რომ კოლექტიური მართლმსაჯულება უნდა მოხდეს! – საკონსტიტუციო სარჩელში გამიჯვნა, ზღვარიც კი არ არის, თუ სად იწყება ერთი პარტიის მიმართ ბრალდება და სად სრულდება მეორე პარტიის მიმართ ბრალდება! ქმედებათა ინდივიდუალიზაცია სამართლის ანა-ბანაა, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდნენ, რადგან სულ რომ მსოფლიო იურისტები მოიყვანონ, „ლელოსთან“ დაკავშირებით რაიმე სახის სამართლებრივად მაკომპრომეტირებელს ვერ მოძებნის და წარმოადგენს, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარტია “ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

სამუშიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი თავიდან ბოლომდე ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კონსტიტუციის სულისკვეთებას და მიმართულია დემოკრატიული წესწყობილების წინააღმდეგ. სამუშიას განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელში “ერთი მისხლითაც“ არ არის მინიშნება, რაც დაადასტურებს, რომ პარტია “ლელო“ ახორციელებს იმ დაუშვებელ ქმედებათა ჩამონათვალს, რასაც საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს.

“ლელოსთან“ დაკავშირებით არა თუ პარტიის ქმედებები და ქმედებათა ჯაჭვი, არამედ პარტიის წევრებისა და გადაწყვეტილებების მიმღები პირების ვერც ერთ განცხადებას ვერ მოიყვანთ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და საქართველოს კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში.

მოდელირებისათვის – ვთქვათ, რომ რომელიღაც X პარტიის ერთი თუ ორი წევრი შეიშალა, შეუძლებელია, რომ მათი ქმედება პარტიას შეერაცხოს. ეს არის სამართლისა და კონსტიტუციის შეურაცხყოფა. მე აქ წარმოდგენილი პირების კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება და შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს ამ ადამიანებმა არ იციან, მაგრამ ეშმაკი მოტივებშია დამალული და მთავარი მოტივებია!

სწორად შენიშნეთ: – მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა, მაგრამ ეს კონსტიტუციური სარჩელი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს მეტი სამართალი და ნაკლები პოლიტიკა! სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არ არის პოლიტიკურ განზრახულობათა – ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული, რომელსაც მორგებულია კონსტიტუციის 23-ე მუხლი, თუმცა სამართალთან და საკონსტიტუციო სარჩელთან კავშირი არ გააჩნია“, – განაცხადა ლევან სამუშიამ სასამართლო სხდომაზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სიმართლის მოსმენა ძალიან მწარეა” – არჩილ გორდულაძემ სიტყვა ლევან სამუშიასაც გააწყვეტინა
  • 2025 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 3 609 ლარი იყო, ყველაზე დაბალი კი – 1 132 ლარი – საქსტატი
  • ოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ ნავში ბიძინა ივანიშვილს არ ჩაუსვია, ერთ ნავამდე მიიყვანა მათმა უგუნურმა, გარედან ნაკარნახებმა პოლიტიკამ – ირაკლი ქადაგიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge