Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი! „ქართული ოცნება“, ძალა, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა დარჩება მარტო და თუ ასე მოხდება, „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ – გიორგი სიორიძე სასამართლოს

October 30, 2026
გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ სარჩელი! „ქართული ოცნება“, ძალა, რომელსაც სურს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა დარჩება მარტო და თუ ასე მოხდება, „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ – გიორგი სიორიძე სასამართლოს

გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ ეს სარჩელი! „ქართული ოცნება“, ძალა რომელსაც სურს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა დარჩება მარტო. თუ ეს ასე მოხდება, მე ცნობილ შეკითხვას დავუტოვებდი სასამართლოს „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების წარმოთქმისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი პარტიის სარჩელი არის დაუსაბუთებელი.

„ვფიქრობ, რომ არ ორი დღის განმავლობაში წარმოგიდგინეთ ის არგუმენტები, რომელიც ასაბუთებს რამდენად აბსურდული, დაუსაბუთებელი გახლავთ „ქართული ოცნების“ სარჩელი „ლელო – ძლიერ საქართველოსთან“ მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარჩელი გვგონია ხელოვნურად შეკერილი, ხელოვნურად გადაბმული ამდენი მოპასუხე, რადგან ეს განიხილება მიმდინარე კონსტიტუციური მართლმსაჯულების სამართალწარმოების პირობებში, როგორც ერთიანი სარჩელი, ამიტომ მას ერთიანადაც შევაფასებ. თითოეულ მოპასუხესთან მიმართებით ეს არის დაუსაბუთებელი სარჩელი, არცერთ მის ეპიზოდში არ ავლენს არც საკმარის მტკიცებულებებს და არც შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობას, ვერც სამართლებრივ საფუძველთა შესაბამისობას, რომელიც იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რათა რომელიმე პარტია არაკონსტიტუციურად იქნას გამოცხადებული.

მინდა მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ არ დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, მთლიანად, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ვისაუბრე ჩემს პარტიაზე, „ძლიერ საქართველო-ლელოზე“. გაივლის დრო და როდესაც სადმე, სხვა ქვეყანაში შესაბამისი სასამართლო იმსჯელებს რომელიმე პარტიის აკრძალვაზე, ამ პროცესსაც გაიხსენებენ, ამ საქმიდან ციტირებას მოახდენენ, როგორც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაზე. ისაუბრებენ ამ საქმეზე, როგორც უპრეცედენტო შემთხვევაზე, როდესაც მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ასე ერთი ხელის მოსმით მთელი ოპოზიციური სპექტრის გაქრობა სცადა. ჩემი გულწრფელი სურვილია, რომ ყველა ხსენებულ სამომავლო შემთხვევაში, ეს იყოს სადემონსტრაციო მაგალითი იმისა, როგორ არ შეიძლება პარტიების აკრძალვის მექანიზმი ბოროტად გამოიყენებოდეს.

გთხოვთ, რომ არ დააკმაყოფილოთ ეს სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი სარჩელი. თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, მაშინ „ქართული ოცნება“, მმართველი ძალა, ის ძალა რომელსაც, როგორც ჩემი და ჩემი კოლეგების ახსნა -განმარტებებიდან ნათლად წარმოჩინდა, სურს ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა, რომელსაც სურს დემოკრატიის ფაქტობრივი დასრულება, რომელიც თავად უგულებელყოფდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპს, არღვევდა ადამიანის უფლებებს, ასეთი ძალა დარჩება მარტო. ეს ძალა დავტოვოთ ქართული სახელმწიფოს, ქართული სახელმწიფოებრიობის, საქართველოს სუვერენიტეტის, ადამიანის უფლებების და საერთოდ ამ ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე. იმიტომ, რომ თუ ეს ასე მოხდება, მე ცნობილ შეკითხვას დავუტოვებდი სასამართლოს „ვინ უდარაჯებს დარაჯებს?“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დღეს საზოგადოება ნახავს, როგორ ხუხულასავით ჩამოენგრევა „ქართული ოცნებას“ ისედაც აბსურდული, ე.წ. არგუმენტი და რომ რეალური ბრალდება, თითქოს ოდესმე ჩვენს პარტიას კონსტიტუციის რომელიმე მუხლი დაერღვიოს, არ არსებობს – გიორგი შარაშიძე
  • გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას – ირაკლი კობახიძე
  • სრულად პოლიტიკური გამოსვლაა. ვისმენთ მოთმინებით, რადგან პატივს ვცემთ სასამართლოს – არჩილ გორდულაძე ლევან სამუშიას გამოსვლაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge