Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკავშირი და ALDE საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აშანტაჟებენ – ეს არის გაუგონარი ამბავი, ორმაგი სტანდარტი და არასწორი რიტორიკა საქართველოს მიმართ, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს – ირაკლი ჭეიშვილი

October 30, 2026
ჯო უილსონი კორუფციულ სკანდალში გაეხვია, ცნობილია, როგორც ადამიანი, რომელსაც ვინც გადაუხდის, იმ ორგანიზაციის მხარეს დგება – ირაკლი ჭეიშვილი

ევროკავშირი და ALDE საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აშანტაჟებენ – ეს არის გაუგონარი ამბავი, ორმაგი სტანდარტი და არასწორი რიტორიკა საქართველოს მიმართ, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ჭეიშვილმა ALDE-ს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობებს მშვიდად ხვდებიან, საქართველოს შემთხვევაში კი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ და სასამართლოს აშანტაჟებენ.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი და არასწორი მიდგომა. მაშინ, როდესაც გერმანიაში მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს გერმანიის ხელისუფლება, ევროკავშირი და ALDE და მსგავსი პარტიები და პოლიტიკოსები არ გამოდიან და ასეთ განცხადებებს არ აკეთებენ. რატომღაც შუაგულ ევროპაში, რომელიც არის დემოკრატიის შუქურად წოდებული, მსგავსი გადაწყვეტილება შეიძლება მართებულადაც ჩაითვალოს, მაგრამ საქართველოში მსგავს გადაწყვეტილებას როცა იღებს საქართველოს ხელისუფლება, არა. განსხვავებით იმათი ოპოზიციური პარტიებისგან, ყველამ კარგად ვიცით, თუ რას ჩადიოდა და რას აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა”, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ საქართველოს ხელისუფლებას და რეზოლუცია რეზოლუციაზე იღებენ და სანქციებით გხვდებიან. უფრო მეტსაც გეტყვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და დღეს ასეთი მაღალი თანამდებობის პირები და პარტიის ხელმძღვანელები გამოდიან და მსგავს მოთხოვნებს აწესებენ. ანუ სანქციები ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებს აშანტაჟებენ ამით. დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელ, სამართლიან სასამართლოზე ზეწოლა არის ზუსტად ეს, გაუგონარი ამბავია. შემაშფოთებელია ორმაგი მიდგომა და არასწორი რიტორიკა საქართველოსთან მიმართებით ეს უნდა შეცვალოს აუცილებლად ევროკავშირმა”, – განაცხადა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, 28 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ALDE აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა ქვეყანაში დემოკრატიულ კონკურენციას კიდევ უფრო შეზღუდავს. ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყდეს პარტიების აკრძალვის პროცესი და ევროკავშირმა გაამკაცროს პერსონალური სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე, ეს არის ჩვენი სლოგანი, ჩვენ ვაუქმებთ უცხოურ აგენტურას, საქართველოში უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებიან ქვეყნის ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
  • ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძისგან მონანიებას ითხოვს
  • არ შეიძლება, სერიოზული კომენტარი ვაკეთოთ გვარამიას განცხადებებზე, ეს არის ისტერიული მცდელობა, საკუთარი ცოდვები გადაფარონ, თუმცა საზოგადოება ხედავს, რამდენად მყარია სარჩელი – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge