Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

October 30, 2026
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩისა და მელიქიშვილის გამზირის კვეთაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იგეგმება, რის გამოც პირველი ნოემბრის 00:00-დან 2 ნოემბრის 00:00 საათამდე ჭოველიძის ქუჩის ასახვევში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

როგორც დედაქალაქის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, მელიქიშვილის გამზირიდან მომავალი ავტომობილები ჭოველიძის ქუჩის შემოვლას შეძლებენ კოსტავას და ზანდუკელის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან მომავალი ავტომობილები კი შემოვლას შეძლებენ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლით, მელიქიშვილის გამზირის, ჯანაშიას და ბარნოვის ქუჩების საშუალებით.

„შეზღუდვის პერიოდში, ჭოველიძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეეცვლება N378 ავტობუსის და მიკროავტობუსის N408, N420 მარშრუტებს. კერძოდ, N378 ავტობუსი სადგურის მოედნიდან რჩეულიშვილი-ჯაფარიძის ქუჩებისკენ გადაადგილებისას ვარაზისხევიდან მოძრაობას გააგრძელებს კეკელიძის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც ჯანაშვილის ქუჩით დაუკავშირდება ბარნოვის ქუჩას და იმოძრავებს ჭოველიძის ქუჩისკენ, შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს. მიკროავტობუსის N408 და N420 მარშრუტები ბარნოვის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეების ქუჩაზე ჩამოსვლის შემდეგ (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია), მოძრაობას აღარ გააგრძელებენ კოსტავას ქუჩისკენ. ხოლო უკუმიმართულებისას მიხეილ ზანდუკელის ქუჩით გადაადგილდებიან ბარნოვის ქუჩისკენ, შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება – გიორგი სიორიძე
  • დარღვევების გამო, “კნატუნას” საწარმოო პროცესი შეუჩერდა – სეს
  • კორუფცია არც ერთ ქვეყანაში არ არის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ხდება ისეთ ქვეყნებშიც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია – გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge