Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ჩვენი მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება – ირაკლი კობახიძე

October 30, 2026
ირაკლი კობახიძე, პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება – მთავრობის ადმინისტრაცია

ეკონომიკური თანამშრომლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა ეკონომიკური კავშირების მუდმივ გაღრმავებაზე მიუთითებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-11 სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია მიღწეული შედეგების შემდგომი განვითარება, მათ შორის, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის უკეთ ათვისება, სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაცია და საინვესტიციო აქტივობის კიდევ უფრო მეტად წახალისება.

„სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შუა დერეფნის განვითარებას, რომელიც კასპიისა და შავი ზღვის გავლით აზიას ევროპასთან აკავშირებს. ჩვენი საერთო მიზანია აღნიშნული მარშრუტის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის შემდგომი ზრდა.

ამ მიზნის მისაღწევად საქართველო ახორციელებს მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, დასრულებულია საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია და გრძელდება ჩვენი რკინიგზის რესურსების კიდევ უფრო მეტად განვითარება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონული სატრანსპორტო ქსელის განუყოფელ ნაწილად იქცა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ამ პროექტის განხორციელება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტები მომავალში კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, რაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წარმოსახვითია ის საფრთხეები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ რუსეთთან მიმართებით სახავს და სინამდვილეში სხვა მიზანს ემსახურება – გიორგი სიორიძე
  • დარღვევების გამო, “კნატუნას” საწარმოო პროცესი შეუჩერდა – სეს
  • კორუფცია არც ერთ ქვეყანაში არ არის მისაღები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ისეთი სენია, რომ გამონაკლისები ხდება ისეთ ქვეყნებშიც, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია – გიორგი შარაშიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge