Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სპეცოპერაცია ტყეში – რას ყვება დაკავებული ვალტერ როგავას დედა

October 30, 2026
სპეცოპერაცია ტყეში – რას ყვება დაკავებული ვალტერ როგავას დედა

პირველი ინტერვიუ ძებნილი ვალტერ როგავას დედასთან – მზიანი როგავა, რომლის შვილიც გუშინ ზამი როგავას და მისი მამის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს, ამბობს, რომ ვალტერ როგავა უდანაშაულოა.

ქალი მოითხოვს, რომ პოლიციამ ხელბორკილები ზამი როგავას და მის სიძეს, ლევან ჭითანავას დაადოს – მიზეზად კი დიდი ხნის წინ მომხდარ ინციდენტს ასახელებს, რომლის დროსაც მისმა მეორე შვილმა ზამი როგაგას სიძე დაჭრა.

ამ საქმეზე ძმებ როგავებს 18-18 წელი აქვთ მისჯილი.

მზიანი როგავა ამბობს, რომ ზამი როგავამ და ჭითანავამ მის შვილებს პროვოკაცია მოუწყვეს.

“ახლა უდანაშაულო ხალხია დაკავებული. დაუშვან ისინი და დააკაონ ზამირა და ლევან ჭითანავა. გაამწარეს ჩემი ოჯახი. ჩემი შვილიშვილი რატომ დააკავა, რა ბრალი ჰქონდა? ჩემი მოთხოვნაა, რომ ზამირა და ლევან ჭითანავა დააკაონ. მე არ გავჩერდები, სანამ არ დაიჭერენ. ჩემი შვილები თუ დამნაშავეები არიან, ეგენიც დამნაშავეები არიან”- ამბობს მზიანი როგავა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ზამი როგავას მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი თავს იმ ტყეში იმალებოდა, სადაც წლების წინ თავს ბადრი ესებუა აფარებდა.

ვალეტერ როგავასთან ერთად დაკავებულია ოთხი პირი – მათგან 3 კაცია და 1 ქალია. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ისინი წინა დღეებში სხვადახხვა დროს დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ.

საქმის მასალების მიხედვით, ტყეში დამალულ ნათესავს ისინი საკვებით ამარაგებდნენ ან მათ სახლში იფარებდნენ. ოთხივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

“ტვ პირველის” ინფორმაციით ვალტერ როგავა ძებნის ოპერაციის დროს თერმული დრონიც გამოიყენეს, რომელიც დაუსახლებელ ადგილას, ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

ძებნილი ვალტერ როგავა, რომელსაც პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გუშინ დააკავეს.

მამა-შვილის დაჭრაში ბრალდებულ, ვალტერ როგავას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე ბებიამ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა წინა კვირას შეუფარდა. კაცი ზამირ როგავას სახლში 14 ოქტომბერს შეიჭრა.

“ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამ დღეს, ვალტერ როგავა, მეზობლებს თავს მეორედ დაესხა. ზამი როგავას მონაყოლის მიხედვით, რამდენიმე თვის წინ დანაშაულში მხილებული კაცი მას სახლში ძმასთან ერთად შეუვარდა და მაშინ ოჯახისგან ფულს ითხოვდა. დაზარალებული გვიყვება, რომ მაშინ პოლიციაში განცხადება შეიტანა, თუმცა ვალტერ როგავამ იმ დროსაც გაქცევა მოახერხა, მიმალვაში იყო რა დროსაც მისი ძმა დაააკავეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური პარტიები შეძლებენ გაერთიანებას, ეს ვერ იქნება ინსტიტუციურ-ორგანიზაციული გაერთიანებები, თუმცა, როდესაც ქუჩაში აქტიური პოლიტიკური პროცესი დაიწყება, ყველა პარტია ერთიანობას იპოვის – ლევან ბეჟაშვილი
  • 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა – გიორგი შარაშიძე
  • ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია – არჩილ გორდულაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge