Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მთავრობის მიზანია, ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში, სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით შეეძლოს ინფრასტრუქტურულ სექტორში საქმიანობა – რევაზ სოხაძე

October 30, 2026
მთავრობის მიზანია, ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში, სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით შეეძლოს ინფრასტრუქტურულ სექტორში საქმიანობა – რევაზ სოხაძე

“თავდაპირველად ჩვენს გულწრფელ დამოკიდებულებაზე და საუბრებზე ბიზნესის ნაწილს ქონდა სპეკტიკური დამოკიდებულება, ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ, თუნდაც ხარისხზე როდესაც დავიწყეთ საუბარი. იგრძნობოდა, რომ აი, ახალი მინისტრია ახალი პოზიცია აქვს და გავა დრო და მილევად რეჟიმში გადავა. ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს ბიზნესთან და ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ბიუროკრატია მაქსიმალურად მოქნილი გავხადოთ, რომ მათთვის კომფორტული იყოს ბიზნესის კეთება”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა სამშენებლო სექტორში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესთან თანამშრომლობისა და სახელმწიფო შესყიდვებში ახალი კომპანიების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მთავრობის მიზანია, ყველა კომპანიას თანაბარ პირობებში, სამართლიანი და გამჭვირვალე წესებით შეეძლოს ინფრასტრუქტურულ სექტორში საქმიანობა. ამ მიზნით, სახელმწიფო მუშაობს ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივებასა და ბიზნესისთვის მოქნილი გარემოს შექმნაზე.

რევაზ სოხაძის თქმით, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის გარკვეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების არსებობა ბუნებრივი და ჯანსაღი პროცესია, რადგან მხარეებს განსხვავებული ინტერესები აქვთ. თუმცა, მნიშვნელოვანია, არსებობდეს საერთო ხედვა სექტორის განვითარებისა და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით.

„ბუნებრივია, იარსებებს საკითხები, რომლებზეც ვერ შევთანხმდებით, რადგან ბიზნესი ორიენტირებულია, რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღოს, ჩვენ კი – რაც შეიძლება ხარისხიანი ინფრასტრუქტურა ავაშენოთ და ამასთან, მაქსიმალურად ხარჯეფექტურები ვიყოთ. ეს აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესია. თუმცა, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც ვთანხმდებით და მთავრობა ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ნებისმიერ ბიზნესმენს ამ სექტორში საქმიანობის თანაბარი პირობები და სამართლიანი თამაშის წესები ჰქონდეს’’ – განაცხადა მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცვლილებად სატენდერო პირობების გადახედვა დაასახელა, რომლის შედეგადაც საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა სამოქალაქო მშენებლობის სფეროში გამოცდილ კომპანიებსაც მიეცათ.

მინისტრის განცხადებით, ამ ცვლილების პირველი კონკრეტული შედეგია გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია, რომელსაც მანამდე საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით არ უმუშავია, ამ სფეროში სახელმწიფო ტენდერის გამარჯვებული გახდა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ეს მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც იქნება მოტივაცია ჩაერთონ საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტებში. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სექტორში ახალი მოთამაშეების გამოჩენა, რაც კონკურენციას გაზრდის და სამშენებლო ბაზრის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

რევაზ სოხაძის განცხადებით, დადებითი ტენდენცია შეინიშნება სამოქალაქო მშენებლობის მიმართულებითაც – სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა დაიწყეს ისეთმა კომპანიებმა, რომლებიც მანამდე ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდნენ. ეს კი, მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო ტენდერების მიმართ ნდობის ზრდაზე მიუთითებს.

მინისტრის თქმით, მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, სექტორში კვლავ არსებობს გამოწვევები და სახელმწიფო მუშაობას აგრძელებს მათი დროულად აღმოფხვრისთვის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა – გიორგი შარაშიძე
  • ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია – არჩილ გორდულაძე
  • “ბატონი გორდულაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, რომ ჩვენი გუნდის წევრებზე ეძალადა” – რას წერს ანა ბუჩუკური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge