Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

October 30, 2026
ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

და­სავ­ლეთ­მა ვერ მი­აღ­წია მი­ზანს, რუ­სე­თის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხი მი­ე­ყე­ნე­ბი­ნა, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და.

“ბევ­რი მხო­ლოდ იმა­ზე სა­უბ­რობს, რომ 2030 წლის­თვის ომის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ. სწო­რია ეს თუ არა? პირ­ველ რიგ­ში, ჩვენ მზად ვართ, მაგ­რამ ევ­რო­პას­თან ომი არ გვსურს“, -აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა, მისი თქმით, თუ რუ­სეთ­სა და ევ­რო­პას შო­რის საქ­მე ომამ­დე მივა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა­ვინ იქ­ნე­ბა.
“მათ ამ­ჟა­მად ვერ მი­აღ­წი­ეს მი­ზანს, მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ რუ­სე­თის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხი. ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ამის მიღ­წე­ვა 2030 წლის­თვის შეძ­ლონ, ხოლო თუ საქ­მე ძა­ლი­ან შორს წავა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არა­ვინ არ იქ­ნე­ბა. ეს არა­ვინ უნდა და­ი­ვი­წყოს“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, ფი­ნე­თის პრე­ზი­დენტ ალექ­სან­დრ სტუბ­თან და ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ იო­ნას გარ სტო­რეს­თან სა­უ­ბა­რი მათი ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა.
“რაც შე­ე­ხე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, უფრო სწო­რად, ამ ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან – ფი­ნეთ­თან და ნორ­ვე­გი­ას­თან: სა­უბ­რის და­სა­წყის­ში­ვე მათ ხაზი გა­უს­ვეს, რომ ევ­რო­კავ­შირს, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, არ წარ­მო­ად­გენ­დნენ და, რო­გორც იტყვი­ან, ეროვ­ნუ­ლი სტა­ტუ­სით მი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, ევ­რო­პა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც, ზო­გი­ერ­თის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რუ­სე­თის­თვის სტრა­ტე­გი­უ­ლი მარ­ცხის მი­ყე­ნე­ბა კი არ სურთ, არა­მედ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის დამ­ყა­რე­ბა.
ამას­თან, პუ­ტი­ნის თქმით, რუ­სეთს არ სურს, რომ ბალ­ტი­ის ზღვა­ზე ისე­თი­ვე ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნას, რო­გო­რიც ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე­სა და სპარ­სე­თის ყუ­რე­შია. მისი გან­მარ­ტე­ბით, ბალ­ტი­ის ზღვა­ში უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხი ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტთან და ნორ­ვე­გი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას წა­მო­იჭ­რა და მათ გა­მოთ­ქვეს იმე­დი, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზღვაო სა­მარ­თალს და­ი­ცავს.

„ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ასეთ მიდ­გო­მას. სხვაგ­ვა­რად რო­გორ შე­იძ­ლე­ბა? სხვა შემ­თხვე­ვა­ში, შე­იქ­მნე­ბა ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის მსგავ­სი მდგო­მა­რე­ო­ბა. ვის სურს, რომ ბალ­ტი­ის ზღვა­ზე ისე­თი­ვე ვი­თა­რე­ბა შე­იქ­მნას, რო­გო­რიც სპარ­სე­თის ყუ­რე­ში ან ჰორ­მუ­ზის სრუ­ტე­შია? არ ვიცი. ჩვენ ეს არ გვსურს“, – აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

მისი მტკი­ცე­ბით, მოს­კო­ვი მზად არის, უპა­სუ­ხოს ბალ­ტი­ის ზღვა­ში ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას, თუმ­ცა იქ და­ძა­ბუ­ლო­ბის შექ­მნა არ სურს: „ჩვენ ეს არ გვსურს. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ გა­მოწ­ვე­ვას ვუ­პა­სუ­ხებთ“, – და­სი­ნა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილეობას და გულშემატკივრობას გვაბრალებენ, როდესაც ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვიყავით, რომელიც პირველი დღიდან პროვოკაციას გაემიჯნა – გიორგი შარაშიძე
  • ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია – არჩილ გორდულაძე
  • “ბატონი გორდულაძე პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქისთვის გამოყოფილ სკამზე ახტა, რომ ჩვენი გუნდის წევრებზე ეძალადა” – რას წერს ანა ბუჩუკური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge