Friday, October 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ინდექსაცია ფასების ავტომატურ ზრდას არ ნიშნავს, ის ბაზარზე არსებულ ფასებს უნდა ასახავდეს – რევაზ სოხაძე

October 30, 2026
ინდექსაცია ფასების ავტომატურ ზრდას არ ნიშნავს, ის ბაზარზე არსებულ ფასებს უნდა ასახავდეს – რევაზ სოხაძე

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სამშენებლო სექტორში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და კონტრაქტების ინდექსაციის მექანიზმზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, სახელმწიფო და კერძო სექტორი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში პარტნიორები არიან.

„იმ უამრავი პროექტის განხორციელება, რომელიც ახლა მიმდინარეობს და სამომავლოდ არის დაგეგმილი, ბიზნესის გარეშე შეუძლებელია. ისინი ჩვენი პარტნიორები არიან ამ საქმეში და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც საბოლოო ჯამში ძლიერ ქვეყანასა და ძლიერ სახელმწიფოს ნიშნავს“-განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისა და მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ინდექსაციის მექანიზმია.

რევაზ სოხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდექსაცია არ გულისხმობს ფასების ცალმხრივ ან ავტომატურ ზრდას. მისი მიზანია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასები ბაზარზე კონკრეტულ მომენტში არსებულ რეალობას შეესაბამებოდეს.

„ინდექსაცია არ ნიშნავს ყოველთვის, აუცილებლად ფასების ზრდას. ეს ნიშნავს ფასების კორექტირებას იმ მომენტში ბაზარზე არსებული ადეკვატური ფასების მიხედვით. თუ რომელიმე კონკრეტულ პროდუქტზე ფასი იზრდება, შესაბამისად, იზრდება კონტრაქტით გათვალისწინებული ფასიც, რათა ბიზნესი არ ჩავაყენოთ არასახარბიელო მდგომარეობაში. ხოლო თუ ფასი იკლებს, კორექტირება ამ მიმართულებითაც ხდება და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით სარგებელს სახელმწიფოიც იღებს“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ინდექსაციის მექანიზმის დანერგვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამშენებლო სექტორის გაჯანსაღებისთვის, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტიანად განხორციელებასა და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ჯანსაღი პარტნიორობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკავშირი აფინანსებდა არასამთავრობოებს, რომლებიც მობილიზებას ახდენდნენ, ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, რაც რატომღაც მოსწონდა საფრანგეთის ხელისუფლებას, ახლა ეს უკან მიუბრუნდათ – ირაკლი ჭეიშვილი
  • ავსტრიელი ევროპარლამენტარი: მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას
  • „ქართულ ოცნებას“ ავტორიტარიზმის სრული ფესვგადგმა უნდა – მინდა მათ ვუთხრა, რომ შეფუთული მოქმედებებით ვერავის მოატყუებენ იმიტომ, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია და წმინდა პოლიტიკური მიზნები აქვს – მაია კოპალეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge