,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე მოქმედ ლიდერებს მწვავედ აკრიტიკებს და მათ საქმიანობას იწუნებს. თინა ბოკუჩავა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ახლანდელ ხელმძღვანელებს ღიად უპირისპირდება. ბოკუჩავა აღიარებს, რომ ოპოზიციას ქართულმა ოცნებამ მოუგო.
საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომების შეფასებისას „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე უკმაყოფილებას გამოთქვამს.
„გარდა ამ ძალდატანებული ფორსირებული შემთხვევისა, რომელიც არა ჩვენი მოქმედებით, არამედ ივანიშვილის მოქმედებით არის განპირობებული, სამწუხაროდ, ახალი მენეჯმენტის პირობებში გაცილებით უფრო იზოლაციონასტურია. თავად ივანიშვილმა ერთ ნავში ჩასვა ოპოზიცია, მაგრამ ეს ივანიშვილს კი არ უნდა გაეკეთებინა, ეს თავად ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა“, – აცხადებს ბოკუჩავა.
