რაღაც რომ მოხდა ფაქტია – ასეთია იუსტიციის მინისტრის პასუხი “პირველების” ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში დავით ფეიქრიშვილის შესაძლო ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა.
“მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაფერი არ ხდება, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო გამოძიება, ეს მეტყველებს, იმაზე რომ ინფორმაციის გადამოწმება საჭიროდ ჩავთვალეთ. საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ახლა პროკურატურა აწარმოებს”- უთხრა მან “პირველებს”.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, მინისტრს უფრო მეტი გეცოდინებათ, სალიამ თქვა: “მე რაც ვიცი ყველაფერს ხომ არ ვიტყვი”?
მან არ უპასუხა კითხვას, გამოიკითხა თუ არა ვატო ყიფიანი, რომელსაც დავით ფეიქრიშვილის დედა შვილზე თავდამსხმელად ასახელებს.
იუსტიციის მინისტრმა გუშინ დაადასტურა, რომ პატიმარი დავით ფეიქრიშვილი, რომელზეც ოჯახის და ადვოკატის განცხადებით ძალადობა განხორციელდა, საკანში მარტო არ ყოფილა და მასთან სხვები იყვნენ შესახლებულები.
ის აანონსებს, რომ ყველაფერს პასუხს მალე პროკურატურა გასცემს.
ცნობისთვის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, პატიმარზე გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, ვატო ყიფიანმა, შოთა ყიფიანმა და კიდევ ორმა პირმა ფიზიკურად იძალადა.
