Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მოხდა დათვის ჯვრის უღელტეხილზე – სადაც 30 უცხოელი იმყოფებოდა – საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადება

August 10, 2022
რა მოხდა დათვის ჯვრის უღელტეხილზე – სადაც 30 უცხოელი იმყოფებოდა – საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადება

მაშველებმა დათვის ჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ ორ ადამიანს დახმარება აღმოუჩინეს. ისინი 30-კაციან ჯგუფთან ერთად გადაადგილდებოდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიულ მართვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების, გარმინის საერთაშორისო საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრიდან შემოვიდა შეტყობინება, რომ დუშეთის რაიონში, დათვის ჯვრის უღელტეხილის მიმდებარედ გადაადგილდებოდა უცხოელ მოლაშქრეთა 30-კაციანი ჯგუფი, რა დროსაც ორი მათგანი გახდა შეუძლოდ და ჯანმრთელობის გაუარესების გამო ესაჭიროებოდათ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

შეტყობინების შემოსვლისთანავე, მითითებულ ლოკაციაზე მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი სრული სამთო აღჭურვილობით გაემგზავრა.

რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, მეხანძრე მაშველები ფეხით გადაადგილდებოდნენ. მაშველებმა და დაცული ტერიტოერიების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს უცხოელ მოლაშქრეთა ჯგუფის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ორი მოქალაქე თანმხლებ პირებთან ერთად დაახლოებით 15 კილომეტრის მანძილზე საავტომობილო გზამდე ჩამოიყვანეს.

შეუძლოდ მყოფი მოლაშქრეები ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველები. ასევე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის თანამშრომლები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge