ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი წერს, თუ რას გრძნობს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მისი შურს. როგორც კანდელაკი აღნიშნავს მისთვის სამყარომ ბევრი სიკეთე გაიმეტა და არც თვითონ არის დახმარების გაცემის ძუნწი.
„ხშირად მეკითხებიან რას ვგრძნობ მათ მიმართ ვისაც ჩემი შურს. მოქალაქეებო, პასუხი მარტივი და ნათელია. როგორც ჟვანეცკი ამბობდა: „ყველაზე რთული ადამიანისთვის არის ის, რაც მას არ ეძლევა“. მე ბევრი მომეცა, ამიტომ ყოველთვის გავცემ შემწეობას, უსუსურებისთვის. ასეთ ადამიანებს უფრო მეტ მონდომებას ვურჩევ ყოველდღიურ საქმეში“ – წერს კანდელაკი