Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აუცილებელი პირობაა, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ”- შოთა ბერეკაშვილი

October 28, 2026
“აუცილებელი პირობაა, საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ”- შოთა ბერეკაშვილი

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მესამე მოსმენით მიღებული „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ საერთაშორისო აზარტული ტურნირის მონაწილეთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 80 პროცენტი უნდა იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე.

ბერეკაშვილის განმარტებით, 20 პროცენტის შემთხვევაში, რომლებიც იქნებიან საქართველოს მოქალაქეები, ყველა ის შეზღუდვა იმოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით არის განსაზღვრული.

ბერეკაშვილის თქმით, განხორციელდება მკაცრი მონიტორინგი, რომ დაცული იყოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.

„საერთაშორისო ტურნირის ჩატარება დღესაც შესაძლებელია. არავითარი შეზღუდვა არ არის, ამაში ქართველი მიიღებს მონაწილეობას, თუ უცხოელი. შესაბამისად, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს, რომ თამაშს საერთაშორისო ტურნირის სტატუსი თუ აქვს, ამ შემთხვევაში აუცილებელი პირობაა, მონაწილეთა 80 პროცენტი იყოს უცხოელი, მხოლოდ 20 პროცენტი იქნება საქართველოს მოქალაქე. 20 პროცენტის შემთხვევაში, ყველა ის შეზღუდვა მოქმედებს, რაც აზარტული თამაშების თაობაზე კანონით მოქმედებს, მათ შორის ადამიანი თუ შავ სიაშია, ის თამაშში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ასევე, საჯარო მოხელეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ახალი ცვლილებებით, მოთხოვნები გავამკაცრეთ და საქართველოს მოქალაქეებზე შეზღუდვა დავაწესეთ, რაც 20 პროცენტის განსაზღვრაში გამოიხატა.

მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება, რომ დაცული იყოს ის წინაპირობები, რაც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, 80 პროცენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იქნება. კლასიკური გაგებით, ეს არ არის აზარტული თამაშები და კაზინო. ეს არის სპორტული ტურნირი, რომელიც ტარდება ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში, მათ შორის ბარსელონაში, პარიზში, მილანში. პარიზში კაზინო და აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ მსგავსი თამაში ჩატარდა. რატომ არის კარგი ასეთი ტურისტული ნაკადი? სეზონი როცა არ არის, განსაკუთრებით აჭარის რეგიონში, კარგი იქნება, თუ მსგავსი თამაში ჩატარდება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება“, – განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
  • “ქართულ ოცნებაში” ამტკიცებენ, რომ სათამაშო ბიზნესის 88 მლრდ-იანი ბრუნვა ტურისტების ნათამაშევია
  • ცნობილია თაღლითობის ბრალდებით დაკავებული ადვოკატის ვინაობა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge