Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ინიციატივა მოულოდნელია- საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება” – რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

October 28, 2026
“ინიციატივა მოულოდნელია- საპატრიარქო მსგავსი პროცესისგან განზე ვერ დარჩება” – რას აცხადებს ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე

ჯერ­ჯე­რო­ბით სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­ზე, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, სა­მო­რი­ნე­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო აზარ­ტუ­ლი ტურ­ნი­რე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, ფარ­თო მსჯე­ლო­ბა არ გა­მარ­თუ­ლა, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­პატ­რი­არ­ქო მსგავ­სი პრო­ცე­სის­გან გან­ზე ვერ დარ­ჩე­ბა, – ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

დე­კა­ნო­ზის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს­თან წი­ნას­წა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა.
“სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო 2017 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი იმ პრო­ცე­სის უშუ­ა­ლო ინი­ცი­ა­ტო­რი და ერთ-ერთი მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე იყო, რო­მე­ლიც აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის სფე­რო­ში რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და და­წე­სე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ამ სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სა­პატ­რი­არ­ქოს მხრი­დან პრო­ცესს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შიო III , იმ­ჟა­მად – სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე. ჩა­ტარ­და არა­ერ­თი კვლე­ვა, შეგ­როვ­და და გა­ა­ნა­ლიზ­და სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­ვა­ცა­ნით. სა­ბო­ლო­ოდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მთე­ლი პა­კე­ტი, რაც მე­ტად მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იყო.
რაც შე­ე­ხე­ბა ამ­ჟა­მინ­დელ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას, ის ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს­თან წი­ნას­წა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია არ ყო­ფი­ლა.

ჯერ­ჯე­რო­ბით სა­პატ­რი­არ­ქო­ში აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ფარ­თო მსჯე­ლო­ბა არ გა­მარ­თუ­ლა, თუმ­ცა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­პატ­რი­არ­ქო მსგავ­სი პრო­ცე­სის­გან გან­ზე ვერ დარ­ჩე­ბა. გა­ვე­ცა­ნით სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ას და პი­რა­დად მე მის არ­გუ­მენ­ტებს დიდ­წი­ლად ვი­ზი­ა­რებ. იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რებ­თან დი­ა­ლო­გი სა­სი­კე­თო შე­დეგს გა­მო­ი­ღებს“, – გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნოზ­მა ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“.
ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტმა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლა და პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით მხა­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტს და­უ­ჭი­რა, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად, სა­მო­რი­ნე­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო აზარ­ტუ­ლი ტურ­ნი­რე­ბის მო­წყო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა. ცვლი­ლე­ბე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით “ლა­ტა­რი­ე­ბის, აზარ­ტუ­ლი და მომ­გე­ბი­ა­ნი თა­მა­შო­ბე­ბის მო­წყო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­სა და კი­დევ ოთხ გა­მომ­დი­ნა­რე კა­ნონ­ში შე­დის. ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მე­ლიც “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა მო­ამ­ზა­დეს, 28 ოქ­ტომ­ბრის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მე­ო­რე და მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცე­ბენ. კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად, სა­ერ­თა­შო­რი­სო აზარ­ტუ­ლი ტურ­ნი­რი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა რო­გორც თა­მა­შო­ბა, რო­მელ­საც სა­მო­რი­ნეს მო­წყო­ბის ნე­ბარ­თვის მფლო­ბე­ლი ატა­რებს და სა­დაც მო­ნა­წი­ლე­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის არა­ნაკ­ლებ 70% უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე უნდა იყოს. პრო­ექ­ტით დგინ­დე­ბა, რომ თუ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კლუ­ბის მა­გი­დას მხო­ლოდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის ჩა­ტა­რე­ბის­თვის იყე­ნებს და ტურ­ნი­რის საპ­რი­ზო ფონ­დი 3-მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რე­ბელს არ გა­და­იხ­დის. ცვლი­ლე­ბით ასე­ვე დგინ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, რო­მე­ლიც 50 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. არა­უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი პი­რის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო აზარ­ტუ­ლი ტურ­ნი­რის მო­წყო­ბის წე­სის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა 150 ათას ლარი იქ­ნე­ბა.პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა ინი­ცი­ა­ტორ­მა, პარ­ლა­მენ­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტი თავ­მჯდო­მა­რემ შოთა ბე­რე­კაშ­ვილ­მა გან­მარ­ტა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო აზარ­ტუ­ლი ტურ­ნი­რი პირ­და­პი­რი გა­გე­ბით აზარ­ტუ­ლი თა­მა­ში არ არის და ასე­თი შე­ჯიბ­რე­ბა ევ­რო­პის არა­ერთ ქა­ლაქ­ში ტარ­დე­ბა. მისი თქმით, ინი­ცი­ა­ტი­ვის მი­ზა­ნი არა­ტუ­რის­ტულ სე­ზო­ნებ­ში ტუ­რის­ტუ­ლი სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამორინეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაკორექტირდა – საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეთა 80% უცხოელი უნდა იყოს
  • “ჩემო ლულუ, როგორ უნდა დავიჯერო, რომ შენს ხმას ვეღარასდროს გავიგონებ…” – ძმის ქორწილში მოკლულ ბიჭს ემშვიდობებიან
  • “საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს”- თენგო თევზაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge