Wednesday, October 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უკვე მოსაწყენი გახდა ევრობიუროკრატების კრიტიკა და გაუთავებელი ანგარიშები – შეიძლება ქვეყანას ისე მოექცე როგორც სათამაშოს?! სად არის სამართალი და რაციონალური მიდგომა სახელმწიფოს მიმართ?!”- რას ამბობს გიორგი გაბუნია

October 28, 2026
“უკვე მოსაწყენი გახდა ევრობიუროკრატების კრიტიკა და გაუთავებელი ანგარიშები – შეიძლება ქვეყანას ისე მოექცე როგორც სათამაშოს?! სად არის სამართალი და რაციონალური მიდგომა სახელმწიფოს მიმართ?!”- რას ამბობს გიორგი გაბუნია

მოსაწყენი გახდა უკვე ევრობიუროკრატების კრიტიკა საქართველოს მიმართ და ის გაუთავებელი ანგარიშები, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენთ – შეიძლება ქვეყანას ისე მოექცე როგორც სათამაშოს?! სად არის სამართალი და რაციონალური მიდგომა სახელმწიფოს მიმართ?! – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რითაც ევროკომისიის გაფართოების შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, ევრობიუროკრატებს უნდოდათ, საქართველო გეოპოლიტიკური სათამაშო იარაღი ყოფილიყო და “ახლა ამ რეზოლუციებით და სხვადასხვა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ცდილობენ, საქართველო მოაქციონ კრიტიკის ქარცეცხლში”.

“მოსაწყენი გახდა უკვე ევრობიუროკრატების კრიტიკა საქართველოს მიმართ და ის გაუთავებელი ანგარიშები, რეზოლუციები, სადაც საქართველოს მიმართ ყოველდღიურად აბსოლუტურად დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენთ. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ მათი დამოკიდებულებები საქართველოს მიმართ არის არაჯანსაღი. ჩვენ, როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მქონე ქვეყანას გვთხოვდნენ, რომ შევერთებოდით სანქციებს, საქართველო ყოფილიყო ქვეყანა, რომელიც არ იქნებოდა სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული. ამასთანა დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური წნეხის ქვეშ არაერთხელ გვამყოფეს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს ყულევთან დაკავშირებით, რომ საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის. გახსოვთ გერმანიის ელჩის განცხადება, რომ “ჩვენ შევისწავლით და გამოვიყენებთ შესაბამის სანქციებს”. მეორე დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს მოუხსნეს სანქციები დიზელთან დაკავშირებით. ახლა მიმდინარეობს გადაწყვეტილებების მომზადება სხვა სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. თურმე, დღეს უკვე რუსეთი აღარ არის საფრთხის შემცველი სახელმწიფო. გუშინ იყო და ჩვენ გვავალდებულებდნენ გვეწარმოებინა ის პოლიტიკა, რაც ევროკავშირისთვის იყო მისაღები. სად არის სამართალი და რაციონალური მიდგომა სახელმწიფოს მიმართ?! შეიძლება ქვეყანას ისე მოექცე როგორც სათამაშოს?! უნდოდათ, ჩვენ ვყოფილიყავით გეოპოლიტიკური სათამაშო იარაღი და ახლა ამ რეზოლუციებით და სხვადასხვა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ცდილობენ, საქართველო მოაქციონ კრიტიკის ქარცეცხლში, რაც რა თქმა უნდა, არის დაუსაბუთებელი. ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია ამას, ეს არის აბსოლუტურად უსამართლო და არაჯანსაღი დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ამას ჩვენ ვერავის ვერასდროს გავუტარებთ. ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს თანასწორუფლებიან და პატივისცემაზე დაფუძნებულ პრინციპებს და არა კოლონიურ პოლიტიკას, რომელსაც მათი მხრიდან აქვს ადგილი,” – განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს 4 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სამორინეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი დაკორექტირდა – საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეთა 80% უცხოელი უნდა იყოს
  • “ჩემო ლულუ, როგორ უნდა დავიჯერო, რომ შენს ხმას ვეღარასდროს გავიგონებ…” – ძმის ქორწილში მოკლულ ბიჭს ემშვიდობებიან
  • “საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს”- თენგო თევზაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge