Monday, November 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არავის ვაძლევ ჩემი შვილის ფოტოს გამოქვეყნების უფლებას!” – როგორ გამოეხმაურა ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი საერთო ქალიშვილის ფოტოს გამოქვეყნებას?

October 28, 2026
“არავის ვაძლევ ჩემი შვილის ფოტოს გამოქვეყნების უფლებას!” – როგორ გამოეხმაურა ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი საერთო ქალიშვილის ფოტოს გამოქვეყნებას?

“არავის ვაძლევ ჩემი შვილის ფოტოს გამოქვეყნების უფლებას!” – როგორ გამოეხმაურა ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი საერთო ქალიშვილის ფოტოს გამოქვეყნებას?
“ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­ა­რის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია!“ – უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლე­სი რა­დას დე­პუ­ტა­ტი ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბას აქ­ვეყ­ნებს და შვი­ლის ფო­ტო­ე­ბის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს.

“კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ჩვე­ნი შვი­ლე­ბის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას და პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბას ნე­ბარ­თვის გა­რე­შე.

არა­ვის ვაძ­ლევ ჩემი შვი­ლის ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის უფ­ლე­ბას!

მინ­დო­და, კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­მე­კა­ვე­ბი­ნა და მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი ბავ­შვის პი­რა­დი სივ­რცი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის და­სა­ცა­ვად. მაგ­რამ ეს არ გა­მო­დის.

ბავ­შვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­ა­რის­თვის და­უშ­ვე­ბე­ლია!“ – წერს ლიზა იას­კო.

მის გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის ფო­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ შვი­ლი ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა და მას­თან შეხ­ვედ­რას პა­ტიმ­რო­ბის გამო ვერ ახერ­ხებს. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე პა­ტა­რა ჟას­მი­ნი ბე­ბი­ას­თან, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი.

“ეს ჩემი ულა­მა­ზე­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ჟას­მი­ნია, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა“, – და­წე­რა სა­ა­კაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი არ­ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში გო­გო­ნას ნახ­ვა­სა და დახ­მა­რე­ბას დე­და­მი­სი ცდი­ლობს. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ლიზა იას­კო­საც, რო­მე­ლიც, მისი თქმით, ქა­ლიშ­ვილს უკი­დუ­რე­სად რთულ პი­რო­ბებ­ში ზრდის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლიზა იას­კომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო დავა 2026 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო. დე­პუ­ტა­ტი სა­სა­მარ­თლოს­გან მათი სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლის, ჟას­მი­ნის რჩე­ნის­თვის ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბა­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას ითხოვს.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, იას­კო სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მო­სავ­ლის ერთი მე­სა­მე­დის და­კის­რე­ბას ითხოვს. საქ­მის გან­ხილ­ვა 2026 წლის 30 ნო­ემ­ბერს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

მა­ნამ­დე სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი ოჯა­ხი ქა­ლიშ­ვილს ფი­ნან­სუ­რად ეხ­მა­რე­ბა. მისი თქმით, დე­და­მის­მა, გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ამ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის ქო­ნე­ბის ნა­წი­ლი გა­ყი­და და ჟას­მინს კი­ე­ვის ცენ­ტრში ბინა აჩუ­ქა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “გარკვეული პაუზის შემდეგ მისასალმებელია ჩეხეთის მზაობა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები ნებისმიერ დონეზე გაიმართოს”- ზვიად შალამბერიძე
  • ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ნოემბრიდან განახლდება
  • ქობულეთის შემოვლითი გზა დაზიანდა – „მოძრაობის ჩაკეტვა ამ ეტაპისთვის დაგეგმილი არ არის“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge