4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას მომავალ კვირაში, 5 ნოემბერს დატოვებენ.
“პირველების” ინფორმაციით, დაკავებულებთან საპროცესო გარიგებას დღეს გაფორმდება.
პროცესი სააპელაციო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ციხეს დატოვებს ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანიაც.
ზოდელავას და ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, ჟვანიასა და ჩხვირკიას კი – 5-5 წლით.
საპროცესო შეთანხმების პირობაა ერთი წელი და ერთი თვე რეალური მსჯავრი, ორი წელი კი – პირობითი.
