ჩვენგან მოითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და ახლა მათგან სულ უფრო ხშირად გაისმის მზაობა ნდობის აღდგენაზე, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც ბრუგეში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ევროპასა და რუსეთს შორის ნდობის აღდგენის ახალი მექანიზმის შემუშავებაა საჭირო.
მათიკაშვილის თქმით, საქართველოს მაგალითზე ევრობიუროკრატების მხრიდან ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტს.
“საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკა ევრობიუროკარტიის და ცალკეული ქვეყნის მხრიდან კრიტიკის ქარცეხლის საგანი გახდა. ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საომარ მოქმედებებს გამოიწვევდა. ახლა კი ცალკეული ქვეყნებიდან სულ უფრო ხმამაღლა გაისმის იმისთვის მზაობა, რომ აღდგენს ნდობა ქვეყნებს შორის და მოხდეს მშვიდობის დამყარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
