Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ისე დამთავრდება ეს პროცესი და ისე აგვკრძალავენ, ვერ გავიგებთ, რას გვედავებოდნენ ჩვენ – ბერდია სიჭინავა

October 27, 2026
“გენერალ-კოორდინატორს ისეთ სამინისტროს უკეთებენ, რომელსაც საკუთარი აპარატიც კი არ ექნება – გაგეგდოთ ბარემ პირდაპირ” – ბერდია სიჭინავა მამუკა მდინარაძეზე

ისე დამთავრდება ეს პროცესი და ისე აგვკრძალავენ, რეალურად ვერ გავიგებთ რას გვედავებოდნენ ჩვენ, იმდენად უსუსური და არაპროფესიონალური იყო ახსნა – განმარტების ეტაპზე არჩილ გორდულაძის გამოსვლა, რომ ადამიანებს სხვა განცდა არ დარჩებოდათ. მათ არაფერი აქვთ სათქმელი და უწევთ იმ სისულელეების საუბარი, როგორიც არის „აგენტურა“, „დიფ-სთეითი“, უცხოური ძალის დავალებით მოქმედება და დამოუკიდებლობის ხელყოფა“- -ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომამდე განაცხადა.

მისი თქმით ყველაზე დიდი გადატრიალება ქართველ ხალხს ხელისუფლებამ მოუწყო და „საკონსტიტუციო სარჩელით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი ამოაყირავა.

„ვნახეთ როგორი უსუსური იყო თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, როდესაც ახსნა განმარტების ეტაპზე თავისი კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა. მტკიცებულებებით და ფაქტებით ვერ დაასაბუთა თუ რატომ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლთან ჩვენი პოლიტიკური საქმიანობა.

ფაქტია, რომ საკუთარ ამომრჩევლებსაც არ სცემენ პატივს, რომლებზეც ამბობენ, რომ თითქოს მათი შეკვეთაა პოლიტიკური პარტიების გაუქმება, აუხსნან ამომრჩეველს რისთვის გვაუქმებენ ჩვენ.

ყველაზე დიდი გადატრიალება ამ ქვეყანას მოუწყო ხელისუფლებამ, ოცნების ხელისუფლებამ, ამ კონსტიტუციური სარჩელით ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი ამოაყირავა, ბატონმა კობახიძემ კონსტიტუციის 78-ე მუხლი თავად დაარღვია, რომელიც მის იმპიჩმენტის საფუძველიც უნდა იყოს.

სამარშრუტო ტაქსებში წამების და მშვიდობიან მოქალაქეებზე მაროდიორობის შემოქმედია „ოცნება“ და აუცილებლად დადგება დღე და ამ ადამიანებს პერსონალიზებულად მოუწევთ პასუხი გასცენ ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ მომავალში თუ ვინმეს აკრძალვის საფუძველი გახდება ეს იქნება თავად ოცნება..“ – აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დავით ფეიქრიშვილის დედა რამაზ ფირცხელავას გათავისუფლებას ითხოვს
  • ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა – როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში
  • პირდაპირ ყოფილი პრეზიდენტი საუბრობს ამხელა დანაშაულზე, რომელ მოგონებაზეა საუბარი? საზოგადოებამ ეს ხომ საკუთარ თავზე გამოცადა? ამას რად უნდა მოგონება – კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge