Tuesday, October 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” პასუხობს

October 27, 2026
ოპოზიცია “ქართულ ოცნებას” პასუხობს

“ქართულ ოცნებას“, რომელიც პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენ, ოპოზიცია პასუხობს.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ივანიშვილის გუნდს ახსენებენ, რომ სწორედ კოალიციით მოვიდდნენ 2012 წელს ხელისუფლებაში.

“2012 წელს ივანიშვილი თავად კოალიციით მოვიდა, რომელმაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები გააერთიანა, გაცხადებული მიზანი ჰქონდა, ამის საჯარო განცხადებები არსებობს, რომ მისი მიზანი იყო “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხება და მეტიც, ის ამბობდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს თუ არ დათმობს, ჩვენ მას ძალით დავათმოვინებთ. “ნაციონალურ მოძრაობას” აზრადაც არ მოსვლია, რომ ეს შეეფასებინა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, იმიტომ, რომ კოსნტიტუციური უფლებაა ეს პოლიტიკური პარტიების. ამ სარჩელის მთავარი მიზანიც ხომ ეს არის, რომ სათამაშო მოედანზე დარჩეს მარტო, კონკურენტების გარეშე”, – აცხადებს ანა წითლიძე.

“ლელო – ძლიერ საქართველოში” კი ამბობენ, რომ დღეს კოალიციურ მთავრობებზე დგას თანამედროვე ევროპა.

“წარმოუდგენელია, სერიოზულად, სამართლებრივ ჭრილში ვისაუბროთ იმაზე, რომ კოალიციური პარტიის დაპირება, ეს არის არაკონსტიტუციურად შერაცხვის საფუძველი” – აცხადებს თორნიკე ართქმელიძე.

“განცხადება მოვისმინეთ, რომ თურმე პრობლემატურად ხედავს “ქართული ოცნება” იმ ფაქტს, რომ ჩვენ გვსურდა კოალიციური მთავრობა. კოალიციურ მთავრობებზე დგას თანამედროვე ევროპა. ნებისმიერი საპარლამენტო რესპუბლიკა დგას სწორედ კოალიციურ მთავრობებზე და ეს არათუ საფრთხეა დემოკრატიისთვის, პირიქით, ძლიერებს ეს დემორკატიას. წარმოუდგენელია, სერიოზულად, სამართლებრივ ჭრილში ვისაუბროთ იმაზე, რომ კოალიციური პარტიის დაპირება, ეს არის არაკონსტიტუციურად შერაცხვის საფუძველი. ეს სარჩელი არ ემყარება სამართლებრივი არგუმენტებს, ის ემყარება ერთადერთ სურვილს, რომ ამ ქვეყანაში მოკვდეს მრავალპარტიული დემოკრატია და ჩამოყალიბდეს ავტორიტარიზმი”. – ამბობს თორნიკე ართქმელიძე.

“ქართული ოცნება“ არაკონსტიტუციური ქმედების მაგალითად, ოპოზიციური პარტიების მხრიდან კოალიციური მთავრობის შექმნაზე გაკეთებულ განაცხადებას ასახელებს.

თორნიკე ჭეიშვილი ამბობს, რომ თუ პარტიებს აქვთ ერთი სამოქმედო გეგმა, სურთ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება და გეგმავენ ერთობლივ მუშაობას, ეს არის საფუძველი იმისა, რომ აიკრძალონ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოქალაქეებმა უნდა ნახონ, რომ ეს არის აბსურდი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნორმებთან – ანა წითლიძე
  • 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებულ სარჩელზე სასამართლო სხდომა განახლდა
  • საერთაშორისო აზარტული ტურნირი პირდაპირი გაგებით აზარტული თამაში არ არის, ეს სპორტული შეჯიბრებაა, რაც ტარდება ბარსელონაში, მადრიდში, რომში – შოთა ბერეკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge