Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2003 წლამდე ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, არავის უკვირდა – სამწუხაროდ, მათ შორის, რომლებიც „ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ, იყო მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის კახა კალაძის ძმა -ზაზა ბიბილაშვილი

October 26, 2026
2003 წლამდე ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით, არავის უკვირდა – სამწუხაროდ, მათ შორის, რომლებიც „ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ, იყო მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის კახა კალაძის ძმა -ზაზა ბიბილაშვილი

2003 წლამდე ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით იყო ბიზნესის სახე, ფორმა, რომელიც არავის არ უკვირდა – სამწუხაროდ, ამ ადამიანებს შორის, რომლებიც მაშინ, „ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ, იყო მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის კახა კალაძის უმცროსი ძმა ლევანი, რომელიც კრიმინალებმა გაიტაცეს და მოკლეს გამოსასყიდის მიღების მიზნით. იმ საქმეზე გამოძიება შესაძლებელი გახდა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავის შესაგებელ სიტყვაში აღნიშნა.

მისი თქმით, კახა კალაძის ძმის საქმის გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ამის პოლიტიკური ნება გაჩნდა.

„2003 წლამდე საქართველოში რიგითი კანონმორჩილი ადამიანისთვის ცხოვრება იყო ჯოჯოხეთი. ერთ-ერთი ყველაზე უფრო კრიმინალური სახელმწიფო იყო საქართველო. იყო ორგანიზებული კრიმინალი, იყო არაორგანიზებული კრიმინალი- ძარცვა, ყაჩაღობა, მკვლელობები. ადამიანების გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით იყო ბიზნესის სახე, ფორმა, რომელიც არავის არ უკვირდა. ათეულობით და შეიძლება ასეულობით ასეთი ადამიანი იყო- უცხოელი ბიზნესმენები, ადგილობრივები და ამ ადამიანების გატაცების ბიზნესში ერთად იყვნენ ჩართულნი როგორც კრიმინალური სამყაროს ბოსები, ასევე ე.წ. სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები. მე მინდა გავიხსენო, რომ, სამწუხაროდ, ამ ადამიანებს შორის, რომლებიც მაშინ, „ვარდების რევოლუციამდე“, ამ ჯოჯოხეთური რეალობის მსხვერპლად იქცნენ იყო, მოსარჩელე მხარის მაღალჩინოსნის, კახა კალაძის, უმცროსი ძმა ლევანი, რომელიც კრიმინალებმა გაიტაცეს და მოკლეს გამოსასყიდის მიღების მიზნით. იმ საქმეზე გამოძიება შესაძლებელი გახდა მხოლოდ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ. შეიცვალა ხელისუფლება და აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ჰყავდა თავისი ავტორები და ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებდნენ ამას სახელმწიფო უწყებებში. შეიცვალა რა ეს რეალობა, მოვიდა რა ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა სულ სხვა ლეგიტიმური ინტერესები საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს საქმე გაიხსნა ძალიან მალე და ბატონმა კალაძემ, მაშინ, ბუნებრივია და სხვანაირად ვერც იქნებოდა, ბევრი მადლობა უხადა იმ ხელისუფლებას, კონკრეტულ ადამიანებს, ამ დადებითი როლისთვის, რაც მათ შეასრულეს ამ საქმის გახსნაში. ეს კრიმინალური ჯოჯოხეთი არ იყო ობიექტური მოცემულობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით, ეს იყო პოლიტიკური ნება. 2003 წლამდე ნების არ ქონა ან თავად სახელმწიფოსა და კრიმინალური სამყაროს სრული შეზრდა, ხოლო 2003 წელს გაჩნდა პოლიტიკური ნება, რომ ეს დასრულებულიყო და ქვეყანაში დამყარებულიყო წესრიგი და ამ წესრიგის პირველი და მთავარი ბენეფიციარი იყო რიგითი კანონმორჩილი მოქალაქე“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

მან 2003 წლამდე შეკვეთილ მკვლელობებსა და ვარდების რევოლუციის შემდეგ, ამ მიმართულებით შეცვლილ რეალობაზეც ისაუბრა.

„2003 წლამდე ჩვეულებრივი მოვლენა იყო საქართველოში რუსული სტილის შეკვეთილი მკვლელობები. გავიხსენოთ გია ჭანტურია, სოლიკო ხაბეიშვილი, კახი ასათიანი, გიორგი სანაია და სხვები. ამ მკვლელობის დიდი ნაწილი კი არა, პრაქტიკულად ყველა, გაუხსნელია, ან გაუხსნელია იმ ფორმით, რომელიც ნულოვან სანდოობას იმსახურებს საზოგადოების მხრიდან. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ეს პრაქტიკა შეწყდა, არ მომხდარა არც ერთი მსგავსი შეკვეთილი მკვლელობა, თუმცა ეს ყველაფერი ისევ აღდგა 2012 წლიდან და ერთ-ერთი ბოლო იყო, მაგალითად, აღნიშნული ტიპის მკვლელობა – არ ვახსენებ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ფაქტს, ვახსენებ ლევან კაჭარავას შეკვეთილ მკვლელობას, რომელიც გამოუძიებელია და ალბათ, რომელიც, ასევე, გამოძიებულ იქნება ისევე, როგორც კალაძის ძმის საქმე, ოდესმე, როდესაც იქნება ამის პოლიტიკური ნება“.- განაცხადა ბიბილაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აქტივისტი რუსა მჭედლიძე, რომელიც მანდატურებს ძალადობაში ადანაშაულებდა, 3 ათასი ლარით დააჯარიმეს
  • “ქართული ოცნების” მდგომარეობა გაუარესდა, ავტორიტარიზმის ყულფმა მოჭერა დაიწყო” – თინა ხიდაშელი
  • „ქართული ოცნება“ ცდილობს, არაღიარების პრობლემა დამალოს”- ეკა გიგაური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge