Monday, October 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მაცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ – მიხეილ სააკაშვილი

October 26, 2026
რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მაცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ – მიხეილ სააკაშვილი

ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, გაოგნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელში „ვარდების რევოლუცია“ უცხოეთის დავალებით განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად არის გამოცხადებული.

„რა უცხოეთის დავალებით, მაშინდელი ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი გვეხვეწებოდა, მიიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგებიო და ძალიან გაბრაზებულია დღემდე, რომ არ დავუჯერე და შევარდნაძე გადავაყენეთ. დღემდე რაღაც საზიზღრობებს წერს ჩემზე. სრული დეგენერატი იყო ამერიკის მაშინდელი ელჩი. ის იყო მაშინ ამერიკის წარმომადგენელი, ის იყო პირველი მოწინააღმდეგე. „ვარდების რევოლუცია“ იყო მოვლენა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნამდვილი განვითარება, საქართველო აქცია მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად. ჩვენ ვართ დიდი იდეების ქვეყანა. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა, როგორც გამოაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

2007 წელს გვქონდა 13-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მერე იყო 2008 წლის ომი, რომელიც გამოცხადებულია ჩვენ მიერ პროვოცირებული დანაშაულით. თუ ესენი დარჩნენ, მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ქვეყანაში. ეს ქვეყანა მიდის სრულ გაპარტახებამდე. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია. ჩვენ აღარც საზღვრები გვაქვს, აღარც თავდაცვა. რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მაცხოვრებლები. ამ ხანძარწაკიდებულ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ, ახალგაზრდული ენერგიით, შეუპოვრობით და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ. შევქმნით ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანს ექნება ფული, უპრობლემოდ იყიდოს წამლები, პროდუქტები, ბავშვებს მოუაროს უპრობლემოდ, შეძლოს წელიწადში ერთხელ დასვენება, ტანსაცმლის ყიდვა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც უცხოეთში წასვლა და იცხოვროს ნორმალურად. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კრედიტები, რადგან თავიდანვე შეძლონ ბინის ყიდვა. ასეთ საქართველოს შევქმნით უპრობლემოდ, როგორც კი ესენი მოშორდებიან. „ქოცებო“, ეს გაზიზინებული, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა რად გადააქციეთ, თქვე უდღეურებო. „ქოცებო“, არ ხართ ახლა ღირსი, ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ხელი ქეჩოში და სახე ჩაგაყოფინოთ თქვენსავე მოსაქმებულში. ახალგაზრდებო, არ არის საჭირო ახლის მოგონება – ორგანიზება, ერთიანობაა საჭირო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სერბეთში ივანიშვილის ტყუპისცალი დამარცხდა… “ესაა მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის” – მიხეილ სააკაშვილი
  • აგვისტოს ომიდან ორ თვეში მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერით „ნაცმოძრაობამ“ ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ან არ გაუკეთებია და დაიბრალა – ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი – არჩილ გორდულაძე
  • “არ გამკვირვებია, მოლოდინის რეჟიმში ვიყავი, რომ გიორგი პატარიძის გათავისუფლება მოხდებოდა “- გიორგი დავითაძის დედა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge