ველოდებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს პარტიები აიკრძალებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათი აკრძალვით „ქვეყანა პოლიტიკური ველიდან პარაზიტებს მოიშორებს“.
საკონსტიტუციო სასამართლოს მტკიცებულებების მთელი დასტა წარვუდგინეთ, რადიკალები რას სჩადიოდნენ 2012 წლამდე და მას შემდეგ. ველოდებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს პარტიები აიკრძალებიან. მათი აკრძალვით ქვეყანა პოლიტიკური ველიდან პარაზიტებს მოიშორებს. ამაზე მეტი რა დივიდენდი უნდა მიიღოს? – პარაზიტებს მოიშორებს და კონსტრუქციული ადამიანები და პოლიტიკური პარტიები იქნებიან, რომლებიც მომავალ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. პარაზიტები არიან, რადგან რაც მათ გააკეთეს 2012 წლამდე და მას შემდეგ, პარაზიტობაა და დიდი დანაშაულია“,- განაცხადა ჭეიშვილმა.
