საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა Ligue 1+-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და ქართველი ფეხბურთელი გაამხნევა.
სანიოლმა განაცხადა, რომ კვარას ტელეფონით უკვე ესაუბრა და თანადგომა გამოუცხადა.
„სამწუხაროა, რადგან კვარაცხელიას უკან გარდა იმისა, რომ პსჟ-ს ბევრი გულშემატკივარია, მთელი საქართველო დგას, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა, მოწყენილია. მე უკვე ვესაუბრე ხვიჩას ტელეფონით ბოლო დღეებში და… მოკლედ, ის მოწყენილია, მაგრამ იცის, რომ ესეც ამ პროფესიის ნაწილია. ზოგჯერ ისეთი მიზეზების გამო გვიწევს გაჩერება, რომლის ახსნაც ყოველთვის მარტივი არაა. მაგრამ იცის, რომ წინ რამდენიმე რთული თვე ელის, თუმცა შეძლებს მუშაობას და როგორც ყველა ვიმედოვნებთ, თავისი კლუბისა და ნაკრებისთვის უფრო ძლიერი დაბრუნდება“, – თქვა სანიოლმა.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ტრავმა „ბარსელონასთან“ მატჩში, ხავი ესპარტისთან შეჯახების შემდეგ მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა მოედანი სამედიცინო პერსონალის დახმარებით დატოვა — მარჯვენა ფეხს ვერ დგამდა და მოგვიანებით კატასტროფული დიაგნოზი დადასტურდა.
