ევროპაში არეულობების ორგანიზებაში რუსეთის დადანაშაულება, ევროპელი პოლიტიკოსების სისუსტესა და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობის აღების უუნარობაზე მეტყველებს – ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს.
“ეს მეტყველებს ზოგიერთი ხელმძღვანელის სისუსტესა და უუნარობაზე ევროპულ ქვეყნებში, აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება. და ეს ცუდია მათთვის. იმიტომ, რომ ისინი არ აანალიზებენ
მიმდინარე მოვლენებს, არ ეძებენ იმის მიზეზებს, რაც ხდება, უბრალოდ ვინმეს
გადააბრალებენ ხოლმე: ხან აშშ-ს, ახლა კი აი, რუსეთს“ – განუცხადა პუტინმა მისივე პროპაგანდისტს, პაველ ზარუბინს.
პუტინმა ევროპის ქალაქებში არეულობის პროვოცირებაში რუსეთის დადანაშაულების მცდელობას „სრულიად გადაჭარბებული“ უწოდა
