პატიმარ გიორგი დავითაძის უფლებადამცველი ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს – მან აღნიშნული მოთხოვნით გენერალურ პროკურატურაში ოფიციალური განცხადება შეიტანა.
როგორც სალომე ჯანუაშვილი ამბობს, გამოვლინდა კიდევ ერთი გარემოება, ეს არის პატიმარ გელა ისაშვილის მონათხრობი, რომლის გამოც სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია დაიწყოს ხელახალი გამოძიება პატიმრის სავარაუდო, გაუპატიურების საქმეზე.
“ეს ჩანაწერი დავითაძის ოჯახმა მოიპოვა არა შემთხვევით, არამედ თავად გელა ისაშვილი დაუკავშირდა ლაითურის ციხიდან. დღეს ჩვენ გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება პროკურატურის გამოძიების შეწყვეტის თაობაზე, ახლადაღმოჩენილ გარემოებად ესეც მივუთითე, ისაშვილის ჩვენება თვითონ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატება ძალადობაში, ცემაში, წამებაში, არაადამიანურ მოპყრობაში, იგი მოწმეა გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების, შესაბამისად, ამ საფუძვლით უნდა განახლდეს გამოძიება, რომ არის ახალი მტკიცებულებები, გარდა სხვა საფუძვლებისა, რომელიც ჩამოთვლილი გვაქვს ჩვენ საჩივარში, ასევე, დაიწყოს ცალკე გამოძიება გელა ისაშვილის მიმართ განხორცილებულ ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, – ამბობს სალომე ჯანუაშვილი.
