Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე” – თამარ ჩერგოლეიშვილი

October 23, 2026
“პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე” – თამარ ჩერგოლეიშვილი

აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, იმ პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, არაფერი სამართლებრივი არ სცხია.

„ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ფინალი ექნება, მსხვერპლის როლის თამაშზე. მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები უბრალოდ დაემთხვა ჩვენ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ჩვენ დავდივართ უბან-უბან და ვცდილობთ, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას აქცევს საერთო საქმედ. თუ გვინდა, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხის პრობლემებზე და არა ბიძინა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე. ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ.

აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. აღნიშნული სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს აიკრძალოს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი შემდეგი 5 პოლიტიკური ოპოზიციური პარტია: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge