Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

არც ერთი პარტია არ არის მზად, რომ სამართლებრივად იმსჯელოს, ბერდია სიჭინავა ცდილობდა იმის ახსნას, გიორგი გახარიას ქმედება მათ პარტიას როგორ მიემართება – არდაკმაყოფილებულ შუამდგომლობებს აგროვებენ, რომ სტრასბურგში გამოიყენონ- არჩილ გორდულაძე

October 23, 2026
არც ერთი პარტია არ არის მზად, რომ სამართლებრივად იმსჯელოს, ბერდია სიჭინავა ცდილობდა იმის ახსნას, გიორგი გახარიას ქმედება მათ პარტიას როგორ მიემართება – არდაკმაყოფილებულ შუამდგომლობებს აგროვებენ, რომ სტრასბურგში გამოიყენონ- არჩილ გორდულაძე

რაოდენობრივად აგროვებენ შუამდგომლობებს, რასაც, სავარაუდოდ, სარჩელი თუ დაკმაყოფილდა მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ შემთხვევაში ისინი სტრასბურგის სასამართლოში წავლენ და შეეცდებიან შუამდგომლობების არდაკმაყოფილება არგუმენტად გამოიყენონ. ამ მასკარადის შექმნის მცდელობაში ვართ ჩვენ და საზოგადოებაც უყურებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არც ერთი პოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ არის მომზადებული სამართლებრივად მსჯელობისთვის, მათი მიზანია სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება მოხდეს.

“გიორგი გახარიას პარტიას პრობლემა აქვს თვითონ გიორგი გახარიას სახელსა და გვართან. ამ ადამიანის ნამოქმედარი, როგორ შეიძლება მიემართებოდეს ჩვენსავე პარტიასო, რომლის სახელი და გვარიც სახელში უწერიათ და მათი ლიდერია. მისი ქმედება ჩვენ პარტიას როგორ მიემართებაო? ამის ახნას ცდილობდა ბატონი ბერდია. ამავდროულად, მას აქვს მცდელობა, წარმოადგინოს ისეთი შუამდგომლობები, რომელიც ჩვენ სარჩელს ამყარებს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, პირიქით, ამის მომხრე ვიქნებით. მას აქვს მცდელობა, რომ ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში, გადმოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში, რაც ჩემი გადმოსახედიდან უბრალოდ გამორიცხულია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი კომპეტენცია არ აქვს. მან ასევე დააყენა კიდევ ერთი აცილების შუამდგომლობა, რომელსაც არც ვიცი, რანაირი საფუძველი ჰქონდა. ამას ის ადამიანებიც შეაფასებენ, რომლებიც სხდომას უყურებენ. მათი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სამართლებრივად გაუმართავი, უსაფუძვლო შუამდგომლობა დააგროვონ, რომელთა დაკმაყოფილებაზეც, იძულებული იქნება სასამართლო, რომ უარი უთხრას. შემდეგ ერთმანეთს შეეკითხონ, ვინ უფრო მეტი შუამდგომლობა დააყენა, ისეთი რომელიც არ დაკმაყოფილდა. რაოდენობრივად აგროვებენ შუამდგომლობებს, რასაც სავარაუდოდ სარჩელი თუ დაკმაყოფილდა მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერ შემთვევაში ისინი სტრასბურგის სასამართლოში წავლენ და შეეცდებიან შუამდგომლობების არდაკმაყოფილება არგუმენტად გამოიყენონ. ამ მასკარადის შექმნის მცდელობაში ვართ ჩვენ და საზოგადოებაც უყურებს ამ ყველაფერს.

საერთოდ არც ერთი პარტია არ არის მზად იმისათვის, რომ სამართლებრივად იმსჯელოს რომელიმე საკითხთან დაკავშირებით. მათი მიზანი აქამდეც იყო, ამ სამი დღის განმავლობაშიც და მომავალშიც იქნება, რომ როგორმე პოლიტიზირება მოახდინონ სამართლებრივი პროცესის, რაც სრულად ეწინააღმდეგება ორგანულ კანონს და ზოგადად სამართლებრივ წესრიგსაც. მათი განცხადებები, მათ შორის, სხდომის მიმდინარეობის დროს, კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენ სარჩელს, რაც კარგია, კიდევ უფრო მეტი ისაუბრონ, კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებით იქნება გამყარებული ჩვენი სარჩელი”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა თქვა დიტო ჩუბინიძემ სასამართლო სხდომაზე?
  • “რას დაემსგავსა საქართველო”- ვრცელდება კადრები, რომლებიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა
  • როგორ ეხმაურებიან ევროპარლამენტარები ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების ინიციატივას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge