გახარიას გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, ვახტანგ გომელაურის მამუკა ბახტაძის, არჩილ თალაკვაძის, გია ვოლსკის, სოზარ სუბარი, თეა წულუკიანის, მამუკა მდინარაძის მოწმის სახით დაბარებას ითხოვს – აღნიშნული შუამდგომლობა საკონსტიტუციო სხდომაზე ბერდია სიჭინავამ დააყენა.
მისი თქმით, ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, რაც სარჩელშია გაწერილი, სწორედ აღნიშნულ მაღალჩინოსნებთან არის კითხვები დასასმელი.
ცნობისთვის, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.
მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.
