Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

October 23, 2026
პლენუმმა სხდომების გადადებაზე გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმმა სხდომების გადადების შესახებ გახარიას გუნდის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა – გადაწყვეტილება სხდომაზე რევაზ ნადარაიამ გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება პლენუმმა თათბირის შედეგად ერთხმად მიიღო.

ნადარაიას თქმით, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ აფერხებს საქმის განხილვას.

„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“ ,- აღნიშნა ნადარაიამ.

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბერდია სიჭინავამ განმარტა, რომ პარტია “საქართველოსთვის” არ მიეცა გონივრულ ვადა, საუბარია ერთ თვეზე იმისთვის, რომ შესაგებელი წარედგინა. მანვე სასამართლოს პროცედურული ნორმების დარღვევაზე მიუთითა.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სიჭინავას ჰკითხა, როდიდან ითხოვდნენ ერთი თვის ათვლას, 13 ოქტომბრიდან, როცა მათი სარჩელი დარეგისტრირდა თუ დღეიდან, რაზე პასუხადა, სიჭინავამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უთხრა, რომ 13 ოქტომბრიდან.

გუშინ, დღის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომები საკონსტიტუციო სასამართლოში დაჩქარებული წესით მთელი მომდევნო კვირა გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge