4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი აქტივისტი მზადაა ციხე საპროცესო გარიგებით დატოვოს.
როგორც ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, აღირებს ბრალად შერაცხულ ქმედებას და თანახმაა პირობით მსჯავრზე.
“ვაღიარებ ბრალად შერაცხულ ქმედებას. ყველაფერში ვეთანხმები ჩემ ადვოკატებს. იმაზეც თანახმა ვარ პირობითი მომისაჯონ 1 წელი და 2 თვე”, – თქვა სანდერმა.
ნანა სანდერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მას ასევე ედავებიან მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
