Friday, October 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს – გიორგი გაბუნია

October 23, 2026
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს – გიორგი გაბუნია

„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არიან ძალა, რომელთაც სახელმწიფოს პრობლემა არაერთხელ შეუქმნეს, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო და მოლოდიი აქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს.

„ეს ძალები გარედან იმართებიან და ფინანსდებიან. ეს ადამიანები ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ანტიდემოკრატიული გზით ცდილობენ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყოს, მოჯადოებულ წრეზე სიარული საკმარისია. საკმარისია რევოლუციის მცდელობები, არეულობა და სიძულვილის ენის გამოყენება, რითაც მუდმივად საზოგადოებას წამლავდნენ. მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს. „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი რეჟიმია. არაერთი სამართლებრივი მტკიცებულება არსებობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მის საცეცებთან ერთად, არის ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამით დასრულდება საქართველოში არა მხოლოდ ამ პარტიის საქმიანობა, არამედ გარე ჩარევების მუდმივი მცდელობები. შიდა პოლიტიკურ სივრცეში საგარეო ჩარევები უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჩვენ სამართლებრივი პროცესის მონაწილეები ვართ.

„საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. იმ კრიტიკას ვერ გავითვალისწინებთ, რაც გვესმის. ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ, როგორც ზეწოლა სამართლებრივ პროცესზე. არავის აქვს უფლება, წინმსწრები განცხადებები გააკეთოს, ვიდრე არ იქნება მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შემაჯამებელი განცხადება. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და ბიძინა ივანიშვილმა ხერხემალში გადატეხა მათი რეჟიმი, არჩევნებში დამარცხდნენ. ისინი ოპოზიციურ ველზე ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ეწევიან. მათი მხრიდან მოწყობილი რევოლუციისა და სამოქალაქო არეულობის მცდელობა ვნახეთ. ეს ქმედებები მათი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. ეს ხალხი ის ძალებია, რომელთა მიზანია ხელისუფლებაში გარე დავალებით და დაფინანსებით ანტიდემოკრატიული გზით მოვიდნენ. მტრული ძალაა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ალბანეთის პრემიერი ახცადებს, რომ ანტისამთავრობო აქციების უკან „ანტიფას“ ქსელთან დაკავშირებული ჯგუფები დგანან – „ესკალაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა“
  • 4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მხოლოდ მე – მზად ვარ გამოვცხადდე საკონსტიტუციო სასამართლოში ან დისტანციურად ჩავერთო ჩვენების მისაცემად – პაატა ბურჭულაძე
  • ჩამოერთვა უძრავ-მოძრავი ქონებები, მათ შორის ესპანეთში მდებარე ბინა, მცხეთაში არსებული აგარაკი, “ნახიდურის ჰესში” 15%-იანი წილი, საათები, ოქროს ზოდები და მონეტები – პროკურორი რომეო მიქაუტაძეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge