საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე სარჩელის განხილვას და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება.
“კოალიცია ცვლილებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, უკრაინის და მოლდოვის მაგალითთან საქართველოს შედარება არასწორია.
“განსხვავებულია უკრაინის და მოლდოვას მაგალითი საქართველოს მაგალითთან დაკავშირებით. ლეგალურად, ანუ სამართლებრივ საფუძვლებით საერთოდ სხვადასხვა რაღაცაა. აიკრძალა იმიტომ პოლიტიკური პარტია, რომ სამხედრო, შეიარაღებული რაღაც დანაყოფები შექმნა, კი ამის გამო უნდა აიკრძალოს, უბრალოდ ჩვენ ჩვენთან რა შუაშია, ეს ვერ ვხვდები,” – განაცხადა თენგიზ თევზაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით.
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და უცხო ხელისუფლებებისგან მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებები დემოკრატიის ნორმების გაუაზრებლობაზე მეტყველებს. ერთ-ერთი ბოლო განცხადება პარტიების აკრძალვის სარჩელზე
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გააკეთა. გუდრუნ კუგლერმა შეშფოთება გამოთქვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით და პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად შეაფასა.
თბილისი ბრიუსელს კანონის უზენაესობისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვისკენ მოუწოდებს.
