ამ მომენტისთვის,საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6000 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი – 2.5960 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 2.9250 ლარად, გაყიდვა კი 2.9150 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.5990 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.5950 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს – 2.9250 ლარად, ხოლო გაყიდვა – 2.9120 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს – 2.6000 ლარად, გაყიდვა კი – 2.5960 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 2.9250 ლარად, გაყიდვას კი – 2.9170 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.6010 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.5940 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 2.9290 ლარად, გაყიდვა კი 2.9120 ლარად შეუძლიათ.
