ენმ-მ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე “ქართული ოცნების” იმ წევრების გამოკითხვა მოითხოვა, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ – კერძო ანი წითლიძემ მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რომ გამოიკითხო გივი მიქანაძე, მაკა ბოჭორიშვილი, ზურაბ პატარიძე, გეკა გელაძე, ლევან სონღულაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი.
“თუ სისტემური დანაშაულებების გამო უნდა აგვკრძალოთ, მაშინ საინტერესო არის, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულებები’ – განაცხადა ანი წითლიძემ.
ჩვენ ვითხოვთ, რომ მოწმის სახით დავიბაროთ ადამიანები, რომლებიც დღეს “ქართულ ოცნებას” წარმოადგენენ და მაშინ “ნაციონალურ მოძრაობაში” იყვნენ. მაგალითად ციხის ამბებთან დაკავშირებით, ბატონი გივი მიქანაძე ახლა რომ განათლებსი მინისტრია, “ნაციონალურ მოძრაობაში” მაღალ თანამდებობაზე იყო, შესაბამისად, იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც აქვს “ქართულ ოცნებას” სარჩელში, ჩემთან კი არ უნდა იყოს კითხვა, უფრო მეტი იცის გივი მიქანაძემ.
ასევე ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრია, ისიც “ნაციონალური მოძრაობის” დროს მუშაობდა არაერთ საელჩოში და როდესაც იმ 9 წელში გვედავებიან, რომ უცხო ქვეყნსი აგენტებიო ვიყავით, საინტერესოა, მაშინ მაკა ბოჭორიშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” რომ წარმოადგენდა, იყო თუ არა უცხო ქვეყნსი აგენტი.
ასევე ბატონი ზურაბ პატარიძე, რომელიც აჭარის მთავრობის მეთაურია და ასევე ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა ერთ-ერთ საელჩოსი, ასევე დავით სონღულაშვილი, რომელიც სისტემაში იყო “ნაციონალური მოძრაობის” დროს, ასევე ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსანი იყო, დღეს კი “ოცნების” თავდაცვის მინისტრია, ანუ ეს ადამიანები მე რომ ჩამოვთვალე, მაგ დროს მუშაობდნენ სისტემაში, თუ სისტემური დანაშაულებების გამო უნდა აგვკრძალოთ და უნდა მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაშინ საინტერესო არის, რომ ამ ადამიანებმა გვიპასუხონ იმ კონკრეტულ კითხვებზე, რაც ჩვენ გვაქვს და წესით, თქვენც უნდა გქონდეთ, მართლა სისტემური იყო თუ არა ის დანაშაულებები, თუ იტყუება “ქართული ოცნება”. და ასევე გეკა გელაძის დაბარებას ვითხოვთ ასევე, რომელიც ნაციონალურ მოძრაობაში სისტემაში მუშაობდა და შსს-ს სამსახურის უფროის იყო”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე სახელისუფლო გუნდის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: – “ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; “კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; “ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, “ფედერალისტური პარტია“ და პარტია “გახარია საქართველოსთვის“.
