რუსთავში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.
ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს და წერს, რომ 23 წლის კაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც “ფორდის” მარკის ავტომობილი დაეჯახა. მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების მორიგე ექიმი, ლალი ღირსიაშვილი ამბობს, რომ პაციენტს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
