Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შეფასება: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელითაა- მედია

October 20, 2026
ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შეფასება: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელითაა- მედია

ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შარშანდელი შეფასება, რომლის თანახმადაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა „მხოლოდ სახელით“, თუმცა მას კანდიდატის სტატუსი არ ჩამოერთმევა, – ამის შესახებ აღნიშნულია სტატიაში, რომელსაც “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკრდ იოზვიაკი აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, „რადიო თავისუფლებისთვის“ ცნობილი გახდა დიპლომატიური ჩანაწერის შინაარსი, რომელიც ცხადყოფს, რომ 12 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სიტყვით გამოსული წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა დიდმა ნაწილმა, მათ შორის ესტონეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის წარმომადგენლებმა, საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესებაზე ისაუბრეს, მათ შორის „დემოკრატიულ უკუსვლასა” და სამოქალაქო საზოგადოებაზე მზარდ ზეწოლაზე. მათვე აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან თანამშრომლობის მზაობა არ გამოუხატავს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ დისკუსია იმ ფონზე გაიმართა, როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ცდილობს, თუმცა ეს კონკრეტული ინიციატივა დიპლომატიურ ჩანაწერში ნახსენები არ ყოფილა.

განხილვის მიღმა დარჩა კიდევ ერთი საკითხი – საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება არაუგვიანეს მომავალი წლის პირველი თვეებისა უნდა მიიღონ.

„შეჩერების ზომის საქართველოს რიგით მოქალაქეებზე გავრცელების საკითხი ამ ეტაპზე სერიოზულად არ განიხილება. ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი თავს იკავებს მოსახლეობის დასჯისგან საკუთარი ხელისუფლების ქმედებების გამო, მაშინაც კი, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება”, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ რამდენიმე ოფიციალური პირი ევროკავშირიდან, რომლებიც საკითხის დეტალებს იცნობენ და ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობენ, აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ამ გადაწყვეტილების მიღებას უსასრულოდ ვერ გადადებს. მათი თქმით, თუ ევროკავშირი საბოლოოდ რომელიმე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უფრო ფართო მასშტაბით გადაწყვეტს, ყველაზე სავარაუდო კანდიდატი საქართველო იქნება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ თბილისთან მიმართებით შემოღებული კიდევ ერთი ზომა ევროკავშირის დონეზე პოლიტიკური კონტაქტების შემცირება იყო. ამასთან, წევრ სახელმწიფოებს კვლავ შეუძლიათ, ორმხრივ ფორმატში მიიღონ ქართველი მინისტრები ან განახორციელონ ოფიციალური ვიზიტები საქართველოში.

„ამ პოლიტიკის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ნოემბერში საქართველო მიწვეული იქნება ბლოკის მიერ ორგანიზებულ მინისტერიალზე, რომელიც რეგიონთაშორის უსაფრთხოებასა და დაკავშირებადობას შეეხება, თუმცა არა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. შესაბამისად, საქართველოს, სავარაუდოდ, რომელიმე საჯარო მოხელე წარადგენს. საკითხი, რომელზეც ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა, სანქციებია, რომელთა დაწესებაც ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს. საგარეო საქმეთა მინისტრების დისკუსიებისა და ევროკავშირელი დიპლომატების ადრინდელი მოსამზადებელი შეხვედრის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს შორის უთანხმოება იმდენად ღრმაა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების დაწესებაზე შეთანხმების მიღწევა ნაკლებად მოსალოდნელია”, – აღნიშნულია სტატიაში.

დიპლომატიური ჩანაწერის თანახმად, ხორვატიამ, საბერძნეთმა, პორტუგალიამ და სლოვაკეთმა ხაზი გაუსვეს თბილისთან „საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების“ მნიშვნელობას, რათა საქართველო „ევროკავშირთან მჭიდროდ დაკავშირებული დარჩეს“. იგივე პოზიცია მოსამზადებელ შეხვედრაზე ბულგარეთმა, უნგრეთმა, იტალიამ და სლოვაკეთმაც გამოხატეს.

მინისტერიალის დროს შვედეთმა ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურს – ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) – მოუწოდა, ხელახლა განეხილოს სანქციების შესახებ ადრინდელი წინადადება, რომელიც საქართველოს სასამართლო სისტემის წარმომადგენლების წინააღმდეგ იყო მიმართული. ბრიუსელის შეფასებით, მათ ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს „არაპროპორციული“ სასჯელები შეუფარდეს.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სტოკჰოლმმა ასევე მოუწოდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, ახალი შემზღუდავი ზომების დაწესების წინადადებები შეიმუშაოს. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, მოხდება თუ არა ეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვანი მხარდაჭერის აშკარა არარსებობის გამო.

„შვედეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც სანქციების გაფართოების მოწოდებით გამოდის. მოსამზადებელ ეტაპზე გერმანიამ, ირლანდიამ და პოლონეთმაც ბლოკს სანქციების დაწესება შესთავაზეს „ორმაგი მიდგომის“ ფარგლებში. ამ მიდგომის თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევები სანქციებით უნდა დაისაჯოს, თუმცა ევროკავშირმა პრაგმატული მიდგომაც უნდა შეინარჩუნოს და ურთიერთინტერესის სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობებიც ეძებოს, მათ შორის, რეგიონული უსაფრთხოების, დაკავშირებადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში”, – აღნიშნულია სტატიაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შეფასება: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელითაა- მედია
  • დედის ინფორმაციით, ნაცემ ფეიქრიშვილთან ციხეში შესულ ომბუდსმენის წარმომადგენელს შუქი არ აუნთეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge