Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საიდან დაიწყება და რომელ სოფლებს გაივლის ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზა – პროექტის დეტალები

October 20, 2026
საიდან დაიწყება და რომელ სოფლებს გაივლის ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზა – პროექტის დეტალები

„საქართველოს რკინიგზა“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დამაკავშირებელი ახალი სარკინიგზო მაგისტრალისა და თანმდევი ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის ზედამხედველობაზე ბაზრის კვლევას აცხადებს.

მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პროექტის სავარაუდო ჯამური ღირებულება 205 მილიონ აშშ დოლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს, ხოლო უშუალოდ საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება 2026 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.

დოკუმენტაციის მიხედვით, საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ინტერესის გამოხატვა 2026 წლის 17 ნოემბერის 17:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ვადებს, დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ხანგრძლივობად საკონსულტაციო კომპანიას 30 თვე განესაზღვრება, რასაც დამატებით 18-თვიანი ხარვეზების შეტყობინების პერიოდი ემატება.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში „საქართველოს რკინიგზამ“ და მსოფლიო ბანკმა დაინტერესებულ კომპანიებთან (რომელთა რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 ოქტომბერი იყო) ჰიბრიდული ფორმატის შეხვედრა უკვე გამართეს. შეხვედრა 2026 წლის 19 ოქტომბერს ჩატარდა.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, ანაკლიის პორტთან მისასვლელი ახალი რკინიგზა მესამე კატეგორიის იქნება.

სარკინიგზო ხაზი ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ხამისკურთან არსებული სენაკი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთიდან დაიწყება და ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიამდე მივა.

სარკინიგზო ხაზის საერთო სიგრძე 17.74 კილომეტრია და ის დასავლეთის მიმართულებით რამდენიმე სოფლის (ხამისკური, დიდი ნეძი და ანაკლია) გავლით გაგრძელდება.

ტექნიკური დავალების მიხედვით, რკინიგზა მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ, 24-საათიან საექსპლუატაციო რეჟიმში იფუნქციონირებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიწის ვაკისის საფუძველი, მომავალი გაფართოების პერსპექტივით, ორლიანდაგიანი ხაზისთვის მომზადდება, თუმცა ლიანდაგის ზედა კონსტრუქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ერთლიანდაგიანი სისტემისთვის მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ტექნიკური დავალების მიხედვით, სატვირთო მატარებლის მთლიანი მასა 3600 ტონა იქნება, როგორც დასავლეთიდან აღმოსავლეთის, ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით.

განაგრძეთ კითხვა

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს
  • საიდან დაიწყება და რომელ სოფლებს გაივლის ანაკლიამდე მისასვლელი რკინიგზა – პროექტის დეტალები
  • 2030 წლისთვის უწყვეტი, 4-ზოლიანი ავტობანი იქნება უზრუნველყოფილი სარფიდან წითელ ხიდამდე და სადახლომდე – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge