საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სინამდვილეში, ეს რადიკალური ჯგუფები არ არიან არც პოლიტიკოსები და არც პოლიტიკური პარტიები. ისინი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ საკუთარი პატრონების ინტერესს იცავენ, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ეს აჯგუფები ამ პროცესშიც რომ ოროსნები არიან, მათი უბედურებაა და არა, საზოგადოების.
„მნიშვნელოვანია, ისეთი ჯგუფები, რომლებიც აგენტურას წარმოდგენენ, ქართულ პოლიტიკაში არ იყვნენ. ეს გააჯანსაღებს, როგორც ჩვენს დემოკრატიას, ასევე ოპოზიციაში იმ ძალებს გააჩენს, რომლებიც მოსახლეობის ინტერესზე იქნებიან ორიენტირებული და არა საკუთარი პატრონების დავალებების შესრულებაზე. „ნაცების“ მთელი არსებობა იმაზე მიუთითებს, როგორ არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური აქტორი. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და შემდეგ, როცა ოპოზიციაში არიან, მხოლოდ სახელმწიფოსთვის ძირის გამოთხრის საქმიანობას ეწევიან. სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ, სწორედ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან გამორჩეულები. ამას ყველა არჩევნებზე ადასტურებენ, მათი მთელი ბიოგრაფია ამის დასტურია. გარდა იმისა, რომ აგენტურული ჯგუფები არიან, კრიმინალური სინდიკატიც არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სარჩელს პასუხი საკონსტიტუციო სასამართლომ გასცეს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
