“აქციის რამდენიმე მონაწილე ძლიერი სუნისა და ჰაერში გაფრქვეული მომწამვლელი ნივთიერებების გამო ცუდად გახდა. საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.“ – წერს მოძრაობა დიდი ლილოს ნაგავსაყრელის წინააღმდეგ და ვიდეოს აქვეყნებს.
გუშინ მოქალაქეებმა დიდი ლილოს ნაგავსაყრელამდე მისასვლელი გადაკეტეს. დიდი ლოლოს მოსახლეობა მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციას მართავდა. ისინი ადგილობრივი ნაგავსაყრელის გაუქმებას მოითხოვენ.
