შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული ბელგიის სამეფოს სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძებნილი პირი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც ის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდა.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
