Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნებების აღრევა და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერ ცვლის- ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პატრიარქს

October 16, 2026
შიო მესამე მარტვილშია და ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წირვას აღავლენს

ცნებების აღრევა და ტერიტორიული პრეტენზიების რელიგიური ლოზუნგებით შენიღბვის მცდელობები რეალობას ვერანაირად ვერ ცვლის, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის მიერ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” გაკეთებულ განცხადებას.

„განცხადებები „უძველეს ისტორიულ მიწებზე“ და მოწოდებები, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს „შეუერთდეს“, რაც რწმენისა და ძმობის შესახებ ჩვეული მსჯელობით არის შეფუთული, სხვა არაფერია, თუ არა ძველი პოლიტიკური რიტორიკის გაგრძელება ახალი, სულიერი შეფუთვით. სამწუხაროდ, ქართველი სასულიერო პირები, ისევე როგორც პოლიტიკური მოღვაწეები, კვლავაც აგრძელებენ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან მიმართებით არაკორექტული ტერმინოლოგიის გამოყენებას და მას დამამცირებელი ტერმინით – „ცხინვალის რეგიონით“ მოიხსენიებენ“, – აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათი მტკიცებით, საერთაშორისო სტრუქტურების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების დოკუმენტებში სამხრეთ ოსეთი თავისი “ფაქტობრივი სახელწოდებით არის მოხსენიებული”, რასაც უფლებამოსილი ქართველი პოლიტიკოსებიც აწერენ ხელს.

„თეზისი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონტექსტში საქართველოს ე.წ. უძველესი ისტორიული მიწების შესახებ ცალკე უნდა განვიხილოთ და უნდა გვახსოვდეს, რომ ისტორიული ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. უწყების მტკიცებით, საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისა და ტანჯვის ხსენების გარეშე და ოსი და აფხაზი ხალხების წინააღმდეგ საქართველოს პოლიტიკური რეჟიმების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო სინანულის გამოხატვის გარეშე, „ძმური ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენის“ იმედი გამოთქვა”.

„სამხრეთ ოსეთში კარგად ახსოვთ, რამდენი მწუხარება მოუტანა საქართველოს ე.წ. ძმურმა ქრისტიანულმა სიყვარულმა 1920-იან წლებში, 1989–1992 წლებში და 2008 წელს. აშკარა ფაქტების იგნორირების ფონზე ასეთი „კეთილი განზრახვები“ ჩვენი რესპუბლიკისთვის მიუღებელია”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსა და ემიგრანტებს მიმართა. როგორც შიო III-მ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი” განაცხადა, საქართველოს ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა.

„დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა, განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენით და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული”, – აღნიშნა პატრიარქმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „არასრულწლოვან გერს სცემა, აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა“ – ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
  • ზამირ როგავა თავდასხმის დეტალებს იხსენებს – რას ჰყვება ალერტკარში მეზობლის მიერ დაჭრილი ქალი
  • მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ემოციებისა და სპეკულაციის ნაცვლად ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა დავეყრდნოთ- შოთა ქევხიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge