Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოსახლეობამ ჩვენ პირდაპირ გვითხრა, რომ ჩორჩანას საგუშაგო არის ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდად ყოფნისა და მშვიდად ძილის გარანტი- შალვა კერესელიძე

October 16, 2026
მოსახლეობამ ჩვენ პირდაპირ გვითხრა, რომ ჩორჩანას საგუშაგო არის ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდად ყოფნისა და მშვიდად ძილის გარანტი- შალვა კერესელიძე

მოსახლეობამ ჩვენ პირდაპირ გვითხრა, რომ ჩორჩანას საგუშაგო არის ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდად ყოფნისა და მშვიდად ძილის გარანტი, – ამის შესახებ ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც ბრალდებული ყოფილი შს მინისტრი გიორგი გახარიაა, მოწმის სახით დაკითხულმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ჩორჩანას მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ საკითხებზე არ ესაუბრათ, სწორედ ამ მიზეზით ვერ წარმოადგინეს მოწმეებად სოფლის მცხოვრებლები.

„მოსახლეობას, რომელსაც ჩვენ შევხვდით და გავესაუბრეთ, ვუთხარით, ვინც ვიყავით და რატომაც ვიყავით ჩამოსულები, მათ ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ჩორჩანას საგუშაგო არის ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდად ყოფნისა და მშვიდად ძილის გარანტი.

გვითხრეს, რომ არა ეს საგუშაგო, არავინ იქნება სოფელშიო და გაიხსენეს ის პერიოდი, სანამ საგუშაგოს ჩადგამდნენ, თუ რამდენად საფრთხის ქვეშ იმყოფებოდნენ და რამდენად სარისკო იყო სოფელში გადაადგილება.

მაგრამ, როდესაც ვუთხარით შეეძლოთ თუ არა ამ ინფორმაციის სასამართლოში გაჟღერება, უარი მივიღეთ, რადგან მათ უთხრეს, რომ ამის შესახებ არსად არაფერი ეთქვათ.

შეიცვალა კლიმატური პირობები და ფიზიკურად ვერ შევძელით ჩვენს საგუშაგომდე მისვლა, თუმცა გეგმაში გვქონდა საგუშაგომდე მისვლა“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „არასრულწლოვან გერს სცემა, აბაზანაში შეიყვანა და გარკვეული დროის განმავლობაში მდუღარე წყალს ასხამდა“ – ბრალდებულს 12 წლით პატიმრობა მიესაჯა
  • ზამირ როგავა თავდასხმის დეტალებს იხსენებს – რას ჰყვება ალერტკარში მეზობლის მიერ დაჭრილი ქალი
  • მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისას ემოციებისა და სპეკულაციის ნაცვლად ფაქტებსა და მტკიცებულებებს უნდა დავეყრდნოთ- შოთა ქევხიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge