Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დადგა ის დრო, რის შესახებაც მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „თავისუფლების დაკარგვასთან ვიქნებით ახლოს და ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი“ – მოვუწოდებთ ყველა პარტიას, უთანხმოება გადავდოთ! ვიყოთ ერთიანები!- ირაკლი ფავლენიშვილი

October 16, 2026
დადგა ის დრო, რის შესახებაც მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „თავისუფლების დაკარგვასთან ვიქნებით ახლოს და ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი“ – მოვუწოდებთ ყველა პარტიას, უთანხმოება გადავდოთ! ვიყოთ ერთიანები!-  ირაკლი ფავლენიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში – ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან თანამშრომლობისთვის, რადგან ბრძოლასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველა უთანხმოება უნდა გადავდოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ამ პროცესში აუცილებელია ერთიანობა და მან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისათვის სრული მზაობა გამოთქვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ისტორიულ პროცესში, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება. ეს პროცესი ისტორიულია გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მხარე ეთნიკურად ქართველებისგან არის დაკომპლექტებული, თუმცა სინამდვილეში ისინი არიან კრემლის მთავარი მოთხოვნებისა და მიზნების გამხმოვანებლები. რაც ყველაზე დიდი უბედურებაა ამ მოთხოვნების დაკანონების, ანუ რუსიფიკაციის დაკანონების უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში მოსურნეები. მათი სარჩელი ეფუძნება ღალატის კომისიის დასკვნას, რომლის მიხედვითაც საქართველომ დაიწყო 2008 წლის ომი და საქართველოს დამნაშავე რეჟიმი ჰყავდა. ანუ ყველაზე წარმატებული, რეფორმატორი ხელისუფლება ამ ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, დამნაშავე რეჟიმადაა გამოცხადებული. ეს ყველაფერი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დანაწევრებისათვის. ეს გახლავთ არა პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა, არამედ ქართული სახელმწიფოს აკრძალვის შესახებ მიმდინარე სხდომა. ეს არის მეორე 1921 წლის დაკანონების სურვილი, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ტერიტორიულ მთლიანობაზე, სუვერენიტეტზე, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ამ დასკვნის მიხედვით არის მტრულად განწყობილ სახელმწიფო და ჩვენ მათთან პარტნიორობაზე უარი უნდა ვთქვათ. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვკარგავთ არა მხოლოდ ვარდების რევოლუციის მონაპოვარს, არამედ 9 აპრილის მონაპოვარსაც, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანა იყოს და საქართველო რუსული იმპერიისაგან განთავისუფლდეს. დადგა ის დრო, რომელზედაც მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა – თავისუფლების დაკარგვასთან ვიქნებით ახლოს და ამ დროს ერთიანობა იქნება მნიშვნელოვანი. მოვუწოდებ ყველა პატრიოტს, შევიკრიბოთ პარალელურად იმ სასამართლო სხდომებისა, რომლებიც გაიმართება ბათუმში. მე უკვე დავუკავშირდი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებს და აქვე საჯაროდ მინდა ვთქვა, ჩვენ სრული მზადყოფნაში ვართ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და პარტიასთან თანამშრომლობისთვის, რადგან ბრძოლასა და მოქმედებაში უნდა ვიყოთ ერთიანები, ყველა უთანხმოება უნდა გადავდოთ. ყველა საპროტესტო აქციაში, ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ ჯგუფთან უნდა ვიყოთ კოორდინაციაში და ერთად დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაშია. ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბიომრავალფეროვნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რასაც ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ და კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ მის განვითარებაზე- ირაკლი კობახიძე
  • ამ ძალებს არსად აქვთ შანსი, არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი, ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ- ირაკლი კობახიძე
  • ივანიშვილს სურს, კიდევ ერთხელ შეაგულიანოს “ქართული ოცნება” – გიორგი შარაშიძე უმრავლესობის სხდომაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge