Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საპატრიარქო სამთავროს მონასტერში ჩატარებულ ლიტურგიაზე განმარტებას აკეთებს

October 16, 2026
საპატრიარქო სამთავროს მონასტერში ჩატარებულ ლიტურგიაზე განმარტებას აკეთებს

საპატრიარქო ირწმუნება, რომ მცხეთაში, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიქროს განცხადების მიხედვით, საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე აბბა ალავერდელმა აღავლინა, ხოლო რუსული საეკლესიო დელეგაციის წარმომადგენლებმა თანამსახურებაში მიიღეს მონაწილეობა და მათ საეკლესიო ტრადიციის მიხედვით უფლება მისცეს, რომ მშობლიურ ანუ რუსულ ენაზე წარმოეთქვათ კვერექსი.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებული ცალკეული მოვლენებისა და ფაქტების მცდარი ინტერპრეტაცია არაერთხელ გამხდარა საზოგადოებაში არასწორი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების მიზეზი. გამონაკლისი არც წლევანდელი სვეტიცხოვლობა ყოფილა.

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩვენს ქვეყანას სტუმრობდნენ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, რომელთა წარმომადგენლებმაც სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ სამთავროს დედათა მონასტერში, სადაც საღვთო ლიტურგია ქართულ ენაზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აღავლინა. თანამსახურებდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ნიჟეგოროდისა და არზამასის მიტროპოლიტი გიორგი.

დამკვიდრებული საეკლესიო ტრადიციის თანახმად, ადგილობრივი საეკლესიო იერარქიის კურთხევით, ასეთ დროს დაშვებულია, პატივისცემის ნიშნად, უცხოელ ღვთისმსახურებს მშობლიურ ენაზეც მიეცეთ გარკვეული კვერექსის ან ასამაღლებლის წარმოთქმის საშუალება.

მსგავსი წესი მართლმადიდებელ ეკლესიებში მიღებული პრაქტიკაა. ამ შესაძლებლობით საზღვარგარეთ ქართველი სასულიერო პირებიც სარგებლობენ. ეს, ჩვეულებრივ, საეკლესიო ერთობისა და ურთიერთპატივისცემის გამოხატულებაა, რომელსაც ყველა ადგილობრივი ეკლესია იცავს.

ასე რომ, სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

აქვე დავძენთ, რომ საეკლესიო სლავური ენა, რუსეთის მსგავსად, სხვა არაერთი მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ენაა.

მოვუწოდებთ ყველას, მსგავსი საკითხების გაშუქებისას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას და თავი შეიკავონ საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენებისა და უსაფუძვლო დაპირისპირების ხელშემწყობი ცნობების გავრცელებისგან” – წერია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მეცოლასთვის, კალასისა და კოსისთვის დემოკრატია ალბათ არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე- ირაკლი კირცხალია
  • ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, ამათი სანქციების იანვრამდე გადაწევა იყო უდიდესი შეცდომა, ევროკავშირის ელჩის ადგილზე დმანისში კი არ ვიცეკვებდი, ამ საკითხს მივხედავდი- ნიკა გვარამია
  • საიამ საკონსტიტუციოს პარტიების აკრძალვის არაკონსტიტუციურობაზე სასამართლო მეგობრის წერილობითი მოსაზრება კიდევ ერთხელ წარუდგინა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge